საზოგადოება პლატონის 20 ყველაზე განსაკუთრებული გამონათქვამი 2022, 4 მარტი, 12:52
პლატონი-ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელია.
იხილეთ მისი 20 განსაკუთრებული გამონათქვამი: 1."ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ კარგი შექმნა." 2."სიკვდილი - ეს არ არის ყველაზე საშინელი რამ რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს." 3."ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება." 4."ერთროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი, შეუძლებელია." 5." სიხარული და მწუხარება იმაში ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას." 6."ადამიანი იმით ფასდება, თუ როგორ იყენებს ძალაუფლებას." 7."სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი." 8."თავისუფლება არის საკუთარი ცხოვრების ფლობა." 9."ნუ დაუშვებთ ბალახს მეგობრობის გზაზე." 10."ჩვენ მარტივად შეგვიძლია ვაპატიოთ ბავშვს, რომელსაც ეშინია სიბნელის, ცხოვრების ნამდვილი ტრაგედია არის, როდესაც ზრდასრულს ეშინია სინათლის." 11."მეგობრები ხშირად ჩვენი დროის ქურდები ხდებიან." 12."პოეტი, თუ მას სურს, რომ ნამდვილი პოეტი იყოს, მითებს უნდა ქმნიდეს და არა განსჯას." 13."ბრძენი კაცი იმიტომ საუბრობს, რომ მას აქვს რაღაც სათქმელი, სულელი კი იმიტომ, რომ მან რაღაც უნდა თქვას." 14."არ აღზარდო ბავშვები ისე, რომ ისინი იძულებული იყვნენ ისწავლონ ძალით ან სიმკაცრით. ნაცვლად ამისა, მიეცი მათ მიმართულება იქითკენ, რაც თავიანთ გონებას ართობს. ამით უფრო ადვილად შეძლებ იმის გაგებას, თუ რისკენ აქვს განსაკუთრებული მიდრეკილება თითოეულ ამ გენიოსს." 15."სიყვარული სერიოზული გონებრივი დაავადებაა." 16."არიან სამი სახეობის კაცნი - სიბრძნის მოყვარულნი, დიდების მოყვარულნი და შემოსავლის მოყვარულნი." 17."სულს, გარდა მისი განათლებისა და კულტურისა, იმ ქვეყნად არაფრის წაღება არ შეუძლია. ახლად გარდაცვლილი ადამიანისთვის იმ ქვეყნად გამგაზვრებისას განათლებასა და კულტურას უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია, დანარჩენი რაღაცები კი მას უმძიმეს ტვირთად აწევს." 18."გმირი ასეულებში იბადება, ბრძენი კაცი ათასეულებში თუ მოინახა, მაგრამ ორივე ერთად შესაძლოა ასეულობით ათასშიც კი ვერ მოიძებნოს." 19."კაცი, რომელსაც მისი ცხოვრების მანძილზე დაშვებული შეცდომები აწუხებს, ღამით ხშირად დაზაფრული და შეშინებული იღვიძებს, ისე როგორც ბავშვი კოშმარების დასიზმრებისას და მისი ცხოვრება სავსეა ცუდის მომასწავებელი ნიშნებით. მაგრამ კაცი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ არაფერი გაუკეთებია არასწორად, სავსეა სიცოცხლის ხალისით და სიმშვიდით სიბერის ჟამს." 20."მუსიკა ზნეობრივი კანონია. ის სამყაროსთვის სულის შთამბერავი, გონებისთვის ფრთების შემსხმელი, წარმოდგენებისთვის ცაში გამტყორცნი, ცხოვრებისთვის ჯადოსა და ხიბლის მიმცემი და საერთოდ, ყველაფრისთვის ლაზათის შემმატებელია. " 843 1-ს მოსწონს
|