x
image
თეონა გორდეზიანი
ენტონი ბლინკენი - სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადავუხადე საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის უკრაინელი ხალხის მიმართ

image

ხაზი გავუსვი აშშ-ს მტკიცე ერთგულებას როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი “ტვიტერის" გვერდზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბართან დაკავშირებით წერს.

“ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. გადავუხადე მადლობა საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის, უკრაინელი ხალხის მიმართ და ასევე ხაზი გავუსვი აშშ-ს მტკიცე ერთგულებას როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს", - წერს ბლინკენი.


წყარო: interpressnews.ge

0
94
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0