x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მიირთვი ცოცხლად: 10 ყველაზე სადისტური კერძი მსოფლიოში

image


"ცოცხალი კერძების" მიმდევრები თვლიან, რომ ხორცი გაცილებით უფრო გემრიელია, თუ ცხოველი ცოცხალია ან ნაწილობრივ ცოცხალი. ასეთ დელიკატესს ალბათ ენა არ მოგიბრუნდება "გემრიელობა" უწოდო.


image


პროდუქტები რომ აუცილებლად უნდა იყოს ახალი, ეს ჯანსაღი კვების ურყევი წესია, მაგრამ ცოცხალი საკვები - ეს სულ სხვა საკითხია, და ამ შემთხვევაში საუბარია არ იმ ცხოველებზე, რომლებსაც მაღაზიებსა და რესტორნებში მიტანამდე კლავენ, არა, საუბარია ცხოველებზე, რომლებსაც ყოველგვარი თერმული დამუშავების გარეშე, პირდაპირ ცოცხლად მიირთმევენ. დამეთანხეთ, რომ მართლაც საშინლად ჟღერს, თუმცა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ბევრ ქვეყანაში სწორედ ასეთი კერძები ითვლება დელიკატესად. მაშ ასე, გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე სადისტური კერძების მიმოხილვას.


image




1. უზარმაზარი ლარვები, ავსტრალია



ნამყენი, მსუქანი ლარვები ავსტრალიელებისთვის საკმაოდ გემრიელი კერძია. საიდუმლო არ არის, რომ უდაბნოში საკვების პრობლემაა, ამიტომ არჩევანი დიდი არ არის. აბორიგენები სიამოვნებით მიირთმევენ მუხლუხოებს, რომლებიც ცილებით საკმაოდ მდიდარია და თან არც მომზადება სჭირდება. უბრალოდ ვპოულობთ მათ, ვაცლით თავს და ვღეჭავთ მანამ, სანამ პირში მოძრაობას არ შეწყვეტენ. მსგავსი კერძის მირთმევა რესტორანშიც შესაძლებელია წვნიანის ან ომლეტის სახით. მუხლუხოების დაგემოვნება ნამდვილი რიტუალია.






2. ზღვის ზღარბი, იტალია




იტალიაში ზღვის სანაპიროზე სეირნობისას ზღვის ზღარბის შეგროვება და შემდეგ იქვე სანაპიროზევე დაგემოვნება სრულიად ნორმალურია. ისინი ერთი შეხედვით ეკლიან, ჩოგბურთის ბურთებს მოგაგონებთ, რომლებიც მადისაღმძვრელად სულაც არ გამოიყურება. როგორც ამბობენ, მათ საკმაოდ ხორციანი და გემრიელი სასქესო ჯირკვლები აქვთ, ამიტომ თუ გსურთ დელიკატესის დაგემოვნება, პირველ რიგში, ეკლიანი "კაკალი" უნდა გატეხოთ და შიგთავსი მანამ უნდა მიირთვათ სანამ ის ჯერ კიდევ მოძრაობს.





3. სანაკჩი, კორეა და იაპონია




ახლა კი დროა ვისაუბროთ გემრიელ რვაფეხაზე, მაგრამ არა გაყინული ზღვის კოქტეილის სახით, არამედ სანაკჩის კერძზე, რომელსაც ძირითადად იაპონიასა და კორეაში მიირთმევენ. მისი საცეცები ჯერ კიდევ მოძრაობს, როცა კერძიან თეფშს მაგიდაზე დგამენ. სანაკჩის "მომხიბვლელობა" იმ შეგრძნებებში მდგომარეობს, რომლებსაც ადამიანები საბრალო ცხოველის ღეჭვისას განიცდიან, თუმცა ყველაფერი ასე მარტივი არ არის. კერძი საკმაოდ სახიფათოა, ტყუილად კი არ არის ის ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალული. საცეცები ძლიერი საწოვებით არის დაფარული, რომლებსაც გადაყლაპვისას ადამიანის დახრჩობაც კი შეუძლია.



4. სისხლიანი მოლუსკები, ახალი ინგლისი


image


სისხლიანი მოლუსკების გარსი როდესაც იხსნება, სისხლის მდინარეების თავიდან აცილება უბრალოდ შეუძლებელია. ადამიანების უმეტესობა მათ 20 წამის განმავლობაში ხარშავს და თითქმის უმს გეახლებათ. უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, რომ მისი მირთმევისას გურმანების 14-16%-ს ჰეპატიტით დაავადების შანსი აქვს. ამის გამო ჩინეთში აღნიშნული კერძი აკრძალულია, ხოლო ახალ ინგლისში მას ციტრუსის სოუსით მიირთმევენ.



5. ჩაციებული ჭიანჭველები (ნომას სალათი), დანია


image


კოპენჰაგენში მდებარე რესტორან "Noma"-ში გადაწყვიტეს რომ სალათი ჭიანჭველებით შესანიშნავი იდეა იქნებოდა. ფასიც შესაბამისი დააწესეს: თითო პორცია - 300 $. ორიგინალური სალათი გემოთი ჯანჯაფილის, ლემონგრასისა და ქინძის ნარევს მოგაგონებთ.



6. ღამურა, გუამი


image


მფრინავ თაგვებს სიამოვნებით მიირთმევენ აზიის ისეთ ქვეყნებში როგორიცაა - გუამი, სინგაპური, ტაილანდი, ინდონეზია, ვიეტნამი. ისინი ნაკლებ ცხიმს, თუმცა დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავენ, ღამურას ხორცი გემოთი ქათმისას მოგაგონებთ. პატარა კუნძულ გუამზე ადგილობრივები ძალიან უჩვეულო კერძს - ღამურას ქოქოსის რძის წვნიანით მიირთმევენ. დაჭერილ ღამურას ჯერ რეცხავენ, შემდეგ მდუღარე წყალში ცოცხლადვე აგდებენ და სუფრაზე მიაქვთ. როგორც წესი იჭმევა ყველაფერი, ძვლებისა და კბილების გარდა.



7. ბაყაყის საშიმი, იაპონია, ჩინეთი, ვიეტნამი


image


აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, ძირითადად იაპონიაში, ჩინეთსა და ვიეტნამში, სადილად შეიძლება ფილეებად დაჭრილი ცოცხალი ბაყაყით და მისი ჯერ კიდევ მფეთქავი გულით გაგიმასპინძლდნენ. ამ დელიკატესისთვის სპეციალურ ბაყაყებს აშენებენ. სუსტი გულის მქონეებმა აღნიშნული კერძის შეკვეთისგან სჯობს რომ თავი შეიკაოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მოსამზადებლად ცოცხალ ცხოველს ტყავს თქვენს თვალწინ გააძრობენ.



8. "მთვრალი" კრევეტების ხტუნაობა, იაპონია და ჩინეთი



სავარაუდოდ, იაპონიასა და ჩინეთში გადაწყვიტეს რომ ფხიზელი ცხოველისთვის შეუძლებელი იქნებოდა იმ აზრთან შეგუება, რომ მას ცოცხლად შეჭამდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს მათთვის სტრესი ცოტათი მაინც მოეხსნათ და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მოექციათ. ამ შემთხვევაში როგორც წესი, მათ ან საკეში ან ჩინურ ალკოჰოლურ სასმელ - ბაიჯიუში ათავსებენ, რის შემდეგაც კრევეტები თეფშებსა და მაგიდაზე ხტუნვას იწყებენ, სუფრის სტუმრები კი მათ ცოცხლებს შეექცევიან.




9. გველთევზას ლიფსიტები, იაპონია


image


იაპონიაში გველთევზას ლიფსიტებს ისევე მიირთმევენ როგორც კრევეტებს. შეფ-მზარეული რაიმონდ ბლანკი გვირჩევს ძმრისა და საკეს დამატებას, თუ გვინდა რომ მათაც კრევეტების მსგავსად იხტუნონ, ამის შემდეგ ისღა დაგრჩენიათ უბრალოდ გადაყლაპოთ ისინი. ამომავალი მზის ქვეყანაში კიდევ ერთი ტრადიციული კერძი არსებობს, რომელსაც "ტოფუს ჯოჯოხეთს", "გოჭალას ჯოჯოხეთს" უწოდებენ.მის მოსამზადებლად წყალი უნდა აადუღოთ, ძირზე ტოფუს ყველის ნაჭერი მოათავსოთ და სწრაფად ჩაყაროთ ქვაბში პატარა გოჭალები. ისინი გაცურდებიან ჯერ კიდევ ცივი ყველისკენ გადარჩენის იმედით და საბოლოოდ, მასში ჩაიმარხებიან. შედეგად, კერძი შვეიცარიულ ყველს მოგაგონებთ, თუმცა მასში ნასვრეტები არა დუღილის შედეგად, არამედ პატარა თევზების წყლობით წარმოიქმნება.



10. იკიზუკური, იაპონია, ჩინეთი და კორეა



image


იკიზუკური, რომელიც საშიმის სახეობას წარმოადგენს, ითარგმნება როგორც "ცოცხლად მომზადებული", მას მიირთმევენ როგორც კი თევზს აკვარიუმიდან მზარეული ამოიყვანს. მთელი პროცესი სტუმრის თვალწინ ხდება, რომელსაც შეუძლია თვლყური ადევნოს თევზის გულისცემასა და მისი პირის გახსნა - დახურვას, თუმცა, ეს არ გახლავთ ამორალური კერძების სრული სია. ფაქტია, რომ ადამიანთა კულინარიული პრეფერენციები დღითიდღე სულ უფრო და უფრო ახალ მასშტაბებს იძენს.




0
371
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
371