სხვა მათ მფლობელებს არ ეშინიათ იყვნენ გამორჩეულები – უცნაური ავტომობილები 2022, 13 მაისი, 9:43 ავტომობილის ბევრი მოდელი ერთმანეთის მსგავსია. დიზაინერების მიზანი არ არის, რომ მანქანა გზაზე მეტად თვალშისაცემად გამოიყურებოდეს. როგორც წესი, აქცენტი უფრო მეტად ტექნიკურ სრულყოფაზე კეთდება, რადგან სიჩქარე და საწვავის ეკონომია, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ავტომობილის შეძენის დროს. თუმცა ისეთი მწარმოებლები და მძღოლებიც არიან, ასეთ მიდგომას რომ არ ეთანხმებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ გადაადგილებისთვის კი არ გამოიყენებოდეს, არამედ თვალსაც ახალისებდეს და ხალხის გაკვირვებასაც იწვევდეს. მაგ., ამ ავტომობილის შემქმნელს აშკარად ფუტურისტია «ყვითელი ისარი» «მანქანა–ლობსტერი» თითქმის მფრინავი თეფში «პოკემონების» ფანატის ოცნება ავტომობილი – «ეკო–აქტივისტი» ამას კი, ნამდვილად «ალერგია» აქვს «ბანანი» ბორბლებზე საყვარელი «გოჭი» როგორც ხედავთ, გადაადგილება «წიწაკითაც» შეიძლება... თანამედროვე საავტომობილო დიზაინის შესაძლებლობების მეშვეობით, მწარმოებლებს შეუძლიათ, წარმოუდგენელი ფორმის ავტომობილების შექმნა. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ავტომობილების უმრავლესობა, რომელიც არაორდინალურად გამოიყურება, ხელოსნებს ეკუთვნით, რომლებიც «ავტო-ხელოვნებით» საკუთარ ავტოფარეხებში არიან დაკავებულნი. პერსონალური ტრანსპორტი «ფისომოყვარულებისთვის» კარგი «ბიჭები» ავტომობილი მათთვის, ვისთვისაც ზომა მნიშვნელოვანი არ არის «კიჭა» ავტომობილი «ზომბების აპოკალიფსისთვის» ავტო–ერთისთვის შესანიშნავი დიზაინია, ვერაფერს იტყვით... ავტომობილმა ყურადღება რომ მიიპყროს, აუცილებელი არ არის, რომ ათობით ათასი დოლარი ღირდეს და ტყავის სალონი ჰქონდეს – ირგვლივმყოფების გაოცება კრეატიულობით და ცოტაოდენი იუმორითაც შეიძლება. 415 3-ს მოსწონს
|