x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე პატარა ავტომობილი მსოფლიოში (+ვიდეო)

იაპონელები ნამდვილად ერკვევიან კომპაქტურ ავტომობილებში. მეგაპოლისებში მოსახლეობის მაღალმა სიმჭიდროვემ და დაბეგვრის მკაცრმა კანონმდებლობამ, მანქანადმშენებლობაში ცალკე სეგმენტის – Kei car–ის (განსაკუთრებით კომპაქტური ავტპმობილი) ფორმირება გამოიწვია. კომპანია Mazda–მ კი, ყველაზე პატარა ავტომობილი შექმნა, რომელიც ჩემოდანში მხოლოდ კი არ ეტევა, მასში ხდება მისი ტრანსფორმირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკე ჩემოდანი საჭირო არ არის.


image


«დასაკეცი ავტომობილის» ჩემოდნის ზომა 75 X 57 სმ–ია და სულ რაღაც, 32 კგ-ს იწონის. ეს ავტომობილისთვის ძალიან ცოტაა, მაგრამ ბევრია ბარგისთვის. მაგრამ, ამ «ჩემოდნის» ფუნქციას გავითვალისწინებთ, ალბათ, მაინც ღირს მისი მოგზაურობაში წაღება. ჩემოდანზე, ტრანსპორტირებისთვის, ყველა მხარეს მოსახერხებელი სახელურებია დამაგრებული.


image


ახლა კი, მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილის ტექნიკური მონაცემების შესახებ: მის გადაადგილებაზე ორტაქტიანი, 34 კუბ–იანი ძრავაა პასუხისმგებელი, რომლის სიმძლავრე, დაახლოებით, 2 ცხენის ძალაა. სიჩქარე – 30 კმ/სთ. რა თქმა უნდა, ასეთი სატრანსპორტო საშუალებით საავტომობილო გზებზე მოძრაობა არ შეიძლება, მაგრამ ველო–ბილიკებზე და დაბის ტიპის პატარა დასახლებაში, ნამდვილად რომ უსაფრთხო და მოსახერხებელი იქნება.

და ბოლოს, ავტომობილი–ჩემოდანში, Mazda ინჟინრებმა, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 90–იან წლებში შექმნეს. კომპანიამ Samsonite–ს ბრენდის ყველაზე დიდი ჩემოდანი შეიძინა და მასზე Pocket Bike–ს მოტოციკლეტის ნაწილები გადააწყო.



«ჩემოდნის» ავტომობილად გადასაკეთებლად, დაახლოებით, 1 წუთია საჭირო. თავის დროზე, სულ რამდენიმე ასეთი ავტომობილი შეიქმნა და Mazda–ს მტკიცებით, ერთ–ერთი მათგანი, დღემდე არსებობს და შესანიშნავად ფუნქციონირებს.


image



imageimageimageimage




0
245
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0