x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შ@@აგვაქ მგონი ჩემმა მზემ – თან მაგრად" - რას წერს ირინა სარიშვილი

image


ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"რუსული ოცნების გაყრის და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის ნაცვლად ველოდებით ამავე რუსული ოცნების განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და მერე იქიდან თანხმობას.



შ@@აგვაქ მგონი ჩემმა მზემ – თან მაგრად" - ვკითხულობთ ირინა სარიშვილის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება "საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით", პარტიის პოლიტსაბჭოსთან და პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.


"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელსაც ხელისუფლება ბრიუსელში ხვალ გადააგზავნის.







0
700
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
700