x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ნატელა კრაპივინას, რომელმაც საჯაროდ გააკრიტიკა თინა კანდელაკი რუსეთ-უკრაინის ომის მხარდაჭერის გამო, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვს

image
პროდიუსერ ნატელა კრაპივინას, რომელმაც ცოტა ხნის წინ საჯაროდ გააკრიტიკა თინა კანდელაკი რუსეთის “სპეცოპერაციის" მხარდაჭერის გამო, ჩამოართვეს რუსეთის ფედერაციის პასპორტი. რუსეთის მოქალაქეობის გარეშე დარჩა მისი დაც. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იტყობინება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეობის მიღების პროცედურაში დაშვებულია შეცდომები და სწორედ ეს გახდა გაუქმების მიზეზი. კრაპივინა დაიბადა აშხაბადში, მაგრამ ბავშვობაში გადავიდა უკრაინაში, სადაც მოგვიანებით დაამთავრა კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი.

კრაპივინას მიერ მოქალაქეობის მიღების ნამდვილობის შემოწმება განხორციელდა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის, კირილ კაბანოვის მიმართვის შემდეგ, რომელიც მიუთითებდა კრაპივინას რუსოფობიურ განცხადებებზე და მის პოსტებზე მტრული ქმედებების მიმართ. კრაპივინამ კანდელაკი "კორუფციაში" დაადანაშაულა და თქვა, რომ კანდელაკი გულს ურევდა.

0
707
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
707
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0