პოლიტიკა რა მუქარას უთვლის ბაიდენი რუს ოლიგარქებს? 2022, 2 მარტი, 16:12 აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი შექმნის სამუშაო ჯგუფს რუსი ოლიგარქების დანაშაულების გამოსაძიებლად, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. „დღეს ვეუბნები რუს ოლიგარქებს და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებმაც მილიონობით დოლარი მიიღეს ხელისუფლებისგან, საკმარისია. ჩვენ ვუერთდებით ძალებს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან, რათა, დავიბრუნოთ თქვენი იახტები, თქვენი ძვირადღირებული საცხოვრებელი ადგილები, თქვენი პირადი თვითმფრინავები. ჩვენ მივყვებით თქვენს არაკეთილსინდისიერად შეძენილ სიმდიდრეს.“- ციტირებს TASS-ი ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებს. უკრაინაში სპეცოპერაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს ზომები წყვეტს რუსეთის ტექნოლოგიებზე წვდომას, ართმევს რუსეთის ეკონომიკას ძალაუფლებას და ასუსტებს არმიას. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, „რუსეთის ეკონომიკა იძირება და ამაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის დამნაშავე.“ ადრე მსხვილი რუსი ბიზნესმენების ქონების წინააღმდეგ ბრძოლა დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში დაიწყო. ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა რუსი ოლიგარქების ქონებისა და იახტების ჩამორთმევის შესახებ, ხოლო საფრანგეთის ხელისუფლებას დაევალა სანქციების ქვეშ მოქცეული რუსების ქონების სრული ინვენტარიზაცია. 234 შეფასება არ არის
|