x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
დიდი ალბათობით რუსულ სადესანტო ხომალდზე "ბუნტი" მოხდა, გემი ოდესის სანაპიროებს გაშორდა, რაციით მიმართა უკრაინელებს: არ გვესროლოთ, გავდივართ
image ოდესა სტატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, როგორც უკრაინელებისათვის ასევე რუსებისათვის სწორედ აქედან გამომდინარე უკრაინელმა სამხედრო-საინჟინრო დანაყოფის მებრძოლებმა რამდენიმე რიგად დანაღმეს ოდესის სანაპიროები, რათა ამით რუსი მედესანტეებისათვის ნაპირზე გადმოსვლის საშუალება მოესპოთ.


ნაღმური ველის შექმნა ასეთ დროს ძალიან ეფექტურია, მით უფრო იმ მეთოდით, როგორიც გამოიყენეს უკრაინელებმა. სანაპირო დანაღმულია ეშელონისებურად, ანუ გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, ნებისმიერი ჯავშანტექნიკა რომელიც გადმოვა სადესანტო ხომალდიდან ვერ გავა ნაღმური ველიდან, არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ჯავშანტრანსპორტიორი თუ მედესანტეთა საბრძოლო მანქანა თუ ქვეითთა საბრძოლო მანქანა.


გარდა ამისა უკრაინელებმა დამზადეს ფოლადის ეგრეთ წოდებული ზღარბები რომლის გადალახვას მძიმე ტენიკა ვერ ახერხებს მისი თავისბებური წინაღობის შექმნის გამო.


უკრაინელები ემზადებოდნენ დესანტის გადმოსხმისათვის, რაციითაც გააფრთხილეს რუსები რომ მზად იყვნენ მათ მისაღებად "ჯოჯოხეთში". ნაპირთან ყველაზე ახლოს მდგომმა ხომალდმა მანევრირება დაიწყო, რაციით უკრაინულ მხარეს კი სთხოვეს არ ესროლათ მათთვის რადგან ოდესის ტერიტორიული წყლების დატოვებას აპირებდნენ.



გემი ოდესის სანაპიროს სწრაფად გაშორდა, რითაც კიდევ ერთი დამატებითი საფრთხე მოშორდა ოდესას.


ოდესელებმა კარგად იციან თუ სადაა ყველაზე ადვილი დესანტის გადმისხმა და დანაღმვის პროცესის ნაწილი გადაიღეს და გაავრცელეს, რადგან მოწინააღმდეგეზე ასეთი სახის ვიდეო დესანტირების წინ ისევე მოქმედებს, როგორც გიჟზე "დასამშვიდებელი" ხალათი.


როცა იცი რომ შენს წინ ეშელონირებულადაა შენი გადასვლის ადგილი დანაღმული, ასჯერ დაფიქრდები სანამ გემის სადესანტო ტრაპიდან ზღვაში გადახვალ.


სტატიაზე ატვირთული სურათი ატვირთულია სტატიის თემატურობისათვის, ჩემთვის უვნობია თუ რომელ გმზე მოხდა ამბოხება, ვეყრდნობი უკრაინულ წყაროს რომელიც გითარგმნეთ თქვენ პატივცემულო მკითხველებო.


+12

0
1200
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
1200