x
image
თეონა გორდეზიანი
რუსეთის ცენტრალური ბანკი სავალუტო ინტერვენციებს ვერ ახორციელებს - მოსკოვი კაპიტალის ექსპორტის შეზღუდვაზე მუშაობს
image

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები შეაჩერა - ამის შესახებ ბანკის ხელმძღვანელმა ელვილა ნაბიულინამ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ს ახალი სანქციების გამო მარეგულირებელი ინტერვენციებს ვერ ახორციელებს. ნაბიულინა ამბობს, რომ ახლა ამის ნაცვლად, ბაზარზე ვალუტის გაყიდვა ექსპორტიორებს მოეთხოვებათ - წერს RBC.


„ოქროს, დოლარსა და ევროში სავალუტო რეზერვების გამოყენებაზე შეზღუდვების გამო, დღეს ჩვენ ინტერვენციები არ განვახორციელეთ. მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება ექსპორტის შემოსავლის 80%-ის სავალდებულო გაყიდვის შესახებ. აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის ერთგვაროვან მიწოდებას შიდა სავალუტო ბაზარზე იმპორტიორებისა და მოქალაქეების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამავდროულად, ჩვენ ვახორციელებთ მთელ რიგ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია არარეზიდენტების მიერ კაპიტალის ექსპორტის შეზღუდვისკენ“, - განაცხადა ნაბიულინამ.


რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, დასავლეთმა მოსკოვს არაერთი სანქცია დაუწესა. სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის ცენტრალური ბანკი. შეზღუდვებმა ცენტრალურ ბანკს რუბლის მხარდაჭერისთვის და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის გარკვეული ზომების გატარება გაურთულა.



წყარო: bpn.ge

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0