x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ახლა არ შემოხტეთ ქარაგმებით, მეზობელი რო შემოგივარდეს რას იზამო ...აგერ ჩემი სახლიდან 30 კმ-ში დგას რუსის ჯარი...წადი და ეომე!!!"

image

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ირმა კაპანაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და გვამცნობს, თუ როგორ აქტიურად აშუქებს იტალიის მედია ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეს არ მომხდარა.


"რაც უკრაინაში ეს ამბავი დაიწყო, იტალიის ტელევიზიები მეტს აღარაფერს აღარ აშუქებენ.... ვირუსი აღარავის ახსოვს, პოლიტიკაზე აღარ ლაპარაკობენ, გასართობი გადაცემები აღარ გადის, საკმაო რაოდენობის ჟურნალისტები ყავთ გაგზავნილი და 24 საათიან რეჟიმში გადმოსცემენ რა ხდება იქ....
ახლა ამ რეგიონის საინფორმაციოს ვუყურებდი და თქვეს, რუმინეთიდან შემოვიდა ავტობუსები ტარვიზიოში, სადაც ლტოლვილები იმყოფებიან და იტალია უპრობლემოდ იღებს....

მწვანე ნომერი ცხადდება სადაც დახმარების მსურველები რეკავენ და გროვდება საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და ა.შ. ამდენი დღეა ვუსმენ და პირადად მე ერთი სიტყვა არ გამიგია საქართველოზე ეთქვათ....

ვისაც ვკითხე, თუ იცით რამე 2008-ში ჩვენთანაც რომ იგივე მოხდა-მეთქი, უმეტესობამ არ იცის ან რაღაცა ყურმოკრული ახსოვთ.... აქედან კიდევ ერთხელ დასკვნა: საქართველომ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს რომ არ დაუშვან ომი!!!
ვეღარ გავუძლებთ....


ახლა არ შემოხტეთ ქარაგმებით, მეზობელი რო შემოგივარდეს რას იზამო და დიახ შევაკვდები და რაღაცა ბოდვები.... შემომხტარიცაა და ჩვენი ტერიტორიებიც მიიტაცა მაგ დასანგრევმა....

თუ არა და ვიღაც ვანაძეები და ნუცუბიძეები ჩემთან რო ლომობენ, ეგენიც და მაგისნაირებიც, სად ჭირში მიდიხართ, რის მაქნისები ხართ, აგერ ჩემი სახლიდან 30 კმ-ში დგას რუსის ჯარი...წადი და ეომე!!!

თუ უკრაინაში შეჭრილი რუსი ჯობია, ჩვენთან შემოჭრილი რუსს?
წინა პოსტშიც დავწერე და ახლაც ვამბობ: ვინც უნდა შემოხტეთ და არაადეკვატური აზრები აფრქვიოთ, არ დაგავიწყდეთ აგვისტოს მზის ქვეშ დაყრილი ჩვენი ბიჭების გვამები და უკან მობრუნებული ჯარი....დაკარგული ტერიტორია და დახოცილი ხალხი.... დღეს ვნახე იტალია როგორ უჭერს მხარს უკრაინას...ჩვენთვის ეს არ გაუკეთებიათ..."
1
1655
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1655
  
2022, 28 თებერვალი, 10:23
,,წადი და იომე" მარტო ვერავინ იომებს თუ მთლიანად მთავრობა და ხალხი არ იომებს, და თუ ყველა შენსავით საშოვარზე გადაიხვეწება უომრადაც აგვიღებს ნებისმიერი ქვეყანა!
0 1 1