x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ანატოლი ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე საქართველოს სამხედრო აქტივობა გაიზარდა

image
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის საქმიანობის გაძლიერების მნიშვნელობა.


უშიშროების საბჭოს სხდომაზე ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის სპეცსამსახურებიდან შემოსული ინფორმაციით, საქართველოში ტექნიკის კონცენტრაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ი იტყობინება სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე.


„ტექნიკის კონცენტრაცია შეიმჩნევა არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოს საზღვრების უშუალო სიახლოვეს, არამედ, გარკვეულ მანძილზე. ვისურვებდი, რომ მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა მიაქციოთ უშიშროების საბჭოს წინა სხდომაზე დასახულ ამოცანებს, თვალყური ადევნოთ ვითარებას საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე.“- განაცხადა ბიბილოვმა.


ასევე, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რესპუბლიკის ხელმძღვანელმა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გენერალ-მაიორ ვიქტორ ფედოროვს არაერთი დავალება მისცა: შვებულებიდან გამოიწვიოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ოფიცერი; განახორციელოს სამინისტროს ქონების, იარაღისა და აღჭურვილობის სრული ინვენტარიზაცია; რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულებების ფარგლებში დაადგინოს დახმარების გაწევის შესაძლებლობები; თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ჩაატაროს საუბარი და 26 თებერვალს უზრუნველყოს ოფიცრების შეგროვება.



შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 25 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელმა თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

0
295
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0