კინო სკანდალური ფილმი-"ისლამის უცოდველობა" 2012, 18 სექტემბერი, 0:35 „ისლამის უცოდველობა“ - ასე ჰქვია იმ სკანდალურ ფილმს, რომლის გამოც მუსულმანური სამყარო ამერიკას დაუპირისპირდა. ფილმი წინასწარმეტყველი მუჰამედის შესახებ არის გადაღებული. ნამუშევარი მუსულმანებმა დიდ შეურაცხყოფად მიიღეს. დემონსტრაციები მიმდინარეობს ლიბიასა და კაიროში. ლიბიის ქალაქ ბენღაზაში მუსულმანი დემონსტრანტები ამერიკის საელჩოს თავს დაესხნენ, რასაც ოთხი ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფილმში ქართველი მსახიობიც მონაწილეობს.ანა გიორგობიანი, რომელიც ცნობილია ანა გურჯის ფსევდონიმით, 1991 წლის 1 აპრილს დაიბადა. ანას სამსახიობო დებიუტი შედგა ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში - „ეს დღე რომ არ ყოფილიყო“ (2005). მანამდე კი, 1998 წელს ის გამოჩნდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის - „ქალაქი“ - ეპიზოდში. გადამღები ჯგუფის ყველა წევრი აცხადებს, რომ ფილმის პროდიუსერებმა მსახიობები შეცდომაში შეიყვანეს და ფილმის რეალური შინაარსი არ აცნობეს. ინგლისურენოვანი გახმოვანება, რამაც გამოიწვია პროტესტი, როგორც გაირკვა ფილმს მოგვიანებით დაადეს. სკანდალური ტექსტი ან მაშინ ისმის, როცა მსახიობები კადრში არ ჩანან, ან მათი არტიკულაცია გახმოვანებას არ ემთხვევა. 319 6-ს მოსწონს
|