x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
იაპონიის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

image


ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ჭურვი გაუშვა, რომელიც სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტაა. ამის შესახებ იაპონიის სანაპირო დაცვამ კვირას, 27 თებერვალს ღამით განაცხადა.


თავის მხრივ, სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა განცხადება გააკეთეს გაურკვეველი ჭურვის შესახებ, რომელიც გაისროლა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით. Reuters-ის ცნობით, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭომ დაგმო გაშვება და გაიხსენა საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობები რუსეთის მიერ უკრაინაზე გამოცხადებული ომის დასასრულებლად.


გაშვებისა და რომელიმე სამიზნის შესახებ ინფორმაცია ამ მომენტისთვის უცნობია. საინფორმაციო სააგენტო AP-ი იხსენებს, რომ წლის დასაწყისიდან ეს არის ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის მერვე ტესტირება .



შეგახსენებთ, რომ, იანვარში ფხენიანის ხელისუფლებამ ჰიპერბგერითი რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა.


ჩრდილოეთ კორეა აშშ-ისა და გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფება. მისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამის გამო. ქვეყანა თითქმის მთლიანად იზოლირებულია მსოფლიო ასპარეზზე. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ კიმ ჩენ ინმა ადრე მმართველი პარტიის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანა გააგრძელებს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0