x
მეტი
  • 29.11.2022
  • სტატია:123964
  • ვიდეო:355480
  • სურათი:496537
"ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა - ასახული რუსულ კომპანიებში, ჩვენი წყლები, ჩვენი ენერგეტიკა, საწვავი, ბუნებრივი რესურსები, კავშირგაბმულობა, ბანკები ჩვენი ხელფასებით და კიდევ მრავალი"
მე ჩამოგითვლით საქართველოში რუსულ ბიზნესებს, აქტივებს, რომლის მფლობელებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და ეროვნულ სიმდიდრეებს, რომლებიც მათ შორის 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან მალე გასხვისდა კრემლთან დაკავშირებულ ბიზნესმენებზე.

ლაშა ბოდაველი CICD უკრაინა CICD-ის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი (ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი)

ჩამოგიწერთ სიას იმის საჩვენებლად თუ რატომ ვერ ვუერთდებით სანქციებს, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა - ასახული რუსულ კომპანიებში, ჩვენი წყლები, ჩვენი ენერგეტიკა, საწვავი, ბუნებრივი რესურსები, კავშირგაბმულობა, ბანკები ჩვენი ხელფასებით და კიდევ მრავალი. არ არის სწორი როცა ვამბობთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს, ჩვენ უბრალოდ ჩამოკიდებული ვართ ამ რესურზებზე და ვერ ვუერთდებით ეკონომიკურ შეზღუდვებს.


ჩვენ გადავიტანეთ ომი და ალბათ გვაქვს მახსოვრობა რას ნიშნავდა მაშინ ჩვენთვის მხარდაჭერა, არ არსებობს გონიერი მოთხოვნა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს ეკონომიკურ სანქციებში, მაგრამ არსებობს მორალური მოთხოვნა, რომ უკრაინის თავისუფლების ბრძოლაში ისმოდეს ქართული ხმა. 2008 წლის ომში ქართულ და იტალიურ წითელ ჯვართან ერთად პირადად ვიყავი ახალგაზრდების იმ ჯგუფის წევრი, ვინც გორიდან დევნილებს თბილისის სკოლების მასშტაბით იტალიურ “სპაგეტს“ ურიგებდა, ესეც კი ერთ-ერთი საუკეთესო მხარდაჭერა იყო, რაც იმ პერიოდში ჰუმანიტარულ დახმარებად აღიქმებოდა, რომ აღარაფერი ვთქვა გამქრალ ამერიკულ საძილე ტომრებზე და კარვებზე, რომლებსაც მაშინაც ვასაწყობებდით იმის ფონზე, რომ ხალხს თბილისის ზღვაზე ქუჩაში ეძინათ და ბალიშად მრგვალ ქვებს იყენებდნენ.


საქართველოს უსაფრთხოების გათვალისწინებითაც კი ვერავინ ამიხსნის რატომ არ მუშაობს მსგავსი ინიციატივებით ქართული წითელი ჯვარი, რატომ არ ხდება უკრაინის დახმარების ფონდის გახსნა საქართველოში, სადაც ქართველი ხალხი და ქართველი ბიზნესმენები, თუნდაც ამ რუსული კომპანიებიდან სოლიდურ თანხას მოაგროვებდნენ, რატომ არ ვპოზიციონირებთ საინფორმაციო ნაწილში, რატომ არ ვხსნით დევნილთა მიმღებ ბანაკებს თუნდაც დროებითი და/ან შეზღუდული კვოტით. იქნებ გვაქვს უნარი ქართული წარმოების “დიდგორის“ სამედიცინო-საევაკუაციო ტექნიკის გადაცემის, ან სულაც იქნებ გვაქვს უნარი სახელმწიფოს “აქტიური გამოჩენის“ გარეშე სამოქალაქო ბიზნესების გაერთიანებით კვებით, წამლებით ან ნებისმიერი მიმართულებით მოვამარაგოთ ისევ სამშვიდობოები, აქ საუბარი არ მაქვს საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს როლზე, აქტიურ ჩარევაზე ან შიდა პოლიტიკურ გეგმაზე.


ქართული მთავრობის როლი არ შეიძლება იყოს მასშტაბურ ეკონომიკურ სანქციებში ჩართვა, არც ის შეიძლება ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით საქართველოს ფარმაცევტული კომპანიების გაბერილი ღირებულებებით შევიძინოთ მედიკამენტები ან სხვა პროდუქცია და ასე დაფიქსირებისთვის დავფიქსირდეთ.

საქართველო უკრაინა
ქართულმა მთავრობამ უნდა შექმნას შესაძლებლობების ფანჯარა, რომელშიც ყველა ერთად მივიღებთ მონაწილეობას და ყოველგვარი ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით მეგობარ ერს ამაყად შევეხიდებით.

ინებეთ კომპანიებში გადათარგმნილი ჩვენი რუსული ყოველდღიურობის ნაწილი (ჩამონათვალი ამოღებულია 2015 წელს IDFI-ს მიერ გავრცელებული კვლევიდან)



ინტერ რაო

სს თელასი

შპს მტკვარი ენერგეტიკა

ხრამჰესი 1 ხრამჰესი 2

ენგურჰესი

შპს “ენერგია”

დარიალი ჰესი

ლარსი ჰესი

შილდა ჰესი

შპს ენერგო ინვესტი - ავანიჰესი

შპს ჯ.ბ.ჯ. - ალგეთიჰესი

შპს ფშავი ჰიდრო - სკურდიდი ჰესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

ლუკოილ ჯორჯია

პეტროკას ენერჯი ლიმიტედი

„როსნეფტი“

“ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმიტედი”

სან პეტროლიუმ ჯორჯია - გალფი

RMG Gold და RMG Copper

ბორჯომი

ბილაინი

სს ელმავალმშენებელი

სს ვითიბი ბანკი ჯორჯია

შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო

შპს ჯლს

კარლსბერგ საქართველო

შპს ელექტრონი

შპს Club-2100

შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ

შპს ELITE DEVELOPMENT

ემბავუდ ჯორჯია

ტიფლისკი ვინნი პოგრებ

შპს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი

შპს ტრიდე



კიდევ ერთხელ

Слава Україні!


0
521
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
521
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0