x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"პუტინის დედას ისეთი ჯაფა დაადგა, რომ... " - რა პოსტს ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი

image

პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმასა და პრემიერ ღარიბაშვილის ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ჩვეული იუმორით ეხმაურება და წერს:


"სოლიდარობა და დახმარებაც როგორი სხვანაირი ვიცით ქართველებმა. ორი დღეა პუტინის დედას ისეთი ჯაფა დაადგა, რომ ღარიბაშვილმა გადაწყვიტა დღეს საკუთარი დედა დაეხმარებინა"- ვკითხულობთ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტში, რომელსაც სოცილაური ქსელის მომხმარებელთა მრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფეისბუქფრენდები ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იუმორის გრძნობას ერთხმად უწონებდნენ.


ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, უკრაინამ ომი ვერ აიცილა და ამის გამო ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი და სახელმწიფო დაზარალდება. როგორც ცნობილი ხდება, ღარაბაშვილი ევროპის ლიდერებს არც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში უერთდება.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე, გუშინ, 25 თებერვალს დედაქალაქის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოხატეს. აქციის მონაწილეებმა პრემიერ- მინისტრ ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს, მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არ შეუერთდება.


მანამდე მოქალაქეებმა პრემიერის განცხადებისადმი უკმაყოფილება "ფეისბუქის" საშუალებითაც გამოხატეს და გააზიარეს ტექსტი, რომლის თანახმადაც ირაკლი ღარიბაშვილი რიგითი მოქალაქეების პოზიციას არ გამოხატავდა.


საპროტესტო აქციის მონაწილეები თავდაპირველად მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი – პარლამენტთან გადაინაცვლეს.


"უკრაინისთვის" - ამ სახელწოდებით უკრაინის მხარდამჭერი აქცია საქართველოს პარლამენტთან დღეს, 26 თებერვალსაც გაიმართება. აქცია 19:00 საათზე დაიწყება, ორგანიზატორები "სირცხვილია" და "დემოკრატიის მცველები" არიან. სოლიდარობის აქციას პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდებიან.


0
1186
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1186