სხვა Facebook-ზე წვდომას ნაწილობრივ ზღუდავენ 2022, 25 თებერვალი, 22:45 რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის სამსახურმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ წვდომა შეზღუდა. „25 თებერვალს, გენერალურმა პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით აღიარა, რომ სოციალური ქსელი Facebook რუსეთის მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლების დარღვევაშია ჩართული“, - ნათქვამია რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის განცხადებაში. მანამდე „ფეისბუკმა“ რუსულ მედიასაშუალებებს - „ზვეზდა“, „რია ნოვოსტი“, „ლენტა.რუ“ და „გაზეტა რუ“, წვდომა შეუზღუდა. 81 1-ს მოსწონს
|