x
image
ქეთეონე
მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი სამჯერ ამოტრიალდა და ხრამში გადავარდა - არიან დაშავებულები

image


თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, ხაშურის მონაკვეთზე, სამჯერ ამოტრიალდა.


მგზავრების ახლობლების ცნობით, ავარია სავარაუდოდ, გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

"ჩქარა მოდიოდა თურმე და ეტყობა მოხვევისას ვერ მოზომა. ტროტუართან 3-ჯერ ამოტრიალდა და მერე ხრამში გადავარდა"-ამბობს ერთ-ერთი მგზავრის ახლობელი


შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 14 მგზავრი დაშავდა. ზოგ მათგანს მხარის, ლავიწის და მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


დაშავებულები ჯერ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ, ხოლო მოგვიანებით ყველა მათგანი თბილისში გადაიყვანეს.

0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0