საქართველო "ჩემს თვალში ბოლო ჩ@ორია და პატივისცემას არ იმსახურებს!" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი 2022, 25 თებერვალი, 19:48 "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი სამარცხვინო განცხადების შემდეგ სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობას რაიმე ფორმით კვლავ არ გამორიცხავს ყველას - "ჩმორს" უწოდებს."ღარიბაშვილმა თქვა უკრაინამომი ვერ აიცილა და უკრაინელი ხალხი დაზარალდაო!პოლიტიკოსი, რომელიც ამის პარტიას რეზოლუციების მიღებას და თანამშრომლობას ეხვეწება, ჩემს თვალში ბოლო ჩმორია და პატივისცემას არ იმსახურებს!დიახ, თქვენ ხართ რუსის ჩმორი ქოცის ჩმორები და არც საკუთარ თავებს და არც ქართველ ხალხს პატივს არ სცემთ.სანქციებზე არ მიერთება ყველაზე ნაკლები პრობლემაა ღარიბაშვილის რიტორიკაში და მაგაზე თუ მიაწვებით, საზოგადოებრივ აზრში მოგიგებთ!პრობლემა უკრაინამ რომ “ომი ვერ აიცილა” ეგაა!რა სანქციები ხალხო! ომს აბრალებს უკრაინას!სანქციებს ხორბლით ახსნის!ომის დაწყების დაბრლებას ვერაფრით ვერ ახსნის!ჭკუას მოუხმეთ! ფასით ხართ ნაყიდნი! სისულელეებზე ნუ აწვებით! მას აწყობს ეგ თემა!არცერთი პოლიტიკოსის დაანონსებულაქციაზე არ გავალ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის და ღარიბაშვილის ლეგიტიმაციას პარლამენტში ჯდომით ახდენს.ასეთი პოლიტიკოსები სანდოები არ არიან და პატივისცემას არ იმსახურებენ.არალეგიტიმური საპარლამენტო ოპოზიციის დაძახებულზე მე არ გავინძრევი! - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.შეგახსენებთ, რომ უკრაინის საკითხზე რიგგარეშე სხდომის ჩატარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის 41-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების დუმილი ქვეყანას სერიოზული ფასი დაუჯდება. ოპოზიციამ ხელისუფლებისგან ახალი რეზოლუციის მიღება მოითხოვა. საქართველოს პრეზიდენტმა მათი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შესახებ საგანგებო საპარლამენტო სესიის ჩატარებაზე უარი განაცხადა.ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, უკრაინამ ომი ვერ აიცილა და ამის გამო ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი, სახელმწიფო დაზარალდება. როგორც ცნობილი ხდება, ღარაბაშვილი რუსეთისთვის არც სანქციების დაწესებას აპირებს.989 1-ს მოსწონს |