სხვა "დაე, მთელმა მსოფლიომ და მთელმა რუსეთმა ჩახედოს ამ დაღუპულ ბავშვს თვალებში" - ანტონ გარაშჩენკო 2022, 25 თებერვალი, 15:12
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გარაშჩენკო რუსული ავიაციის მიერ დაბომბვის შედეგად დაღუპული ბიჭუნას ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და წერს:
"ვაქვეყნებ პუტინის მიერ მოკლულ ანტონ ტარასენკოს პასპორტს, დაე მთელმა მსოფლიომ და მთელმა რუსეთმა ჩახედოს ამ დაღუპულ ბავშვს თვალებში. რუსებო თქვენ წესით უნდა გრცხვენოდეთ, რომ პუტინს უკრაინელი ბავშვების დახოცვის უფლება მიეცით"-წერს სოციალურ ქსელში გარაშჩენკო. პარალელურად გარაშჩენკო ბრძოლების ახალ-ახალ ამბებს აზიარებს, წუხელ კიევში კოშიცას ქუჩის 7 ნომერში ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებლეი კორპუსი, ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასე გამოიყურება დღეს დილით საცხოვრებელი კორპუსი დაბომბვის შემდეგ. ანტონ გარაშჩენკომ ასევე გააზიარა, ვიდეო, სადაც მისი თქმით ასახულია გოსტომელის მახლობლად უკრაინული ჯარების მეირ რუსული კოლონის განადგურების კადრები, 440 2-ს მოსწონს
|