x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სამარცხვინო და უსუსური... ში@ველი უკ@ნალებით"- რას წერს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ისტორიულად მოძმე ერები: უკრაინა, ბელორუსია და რუსეთი კარგად დაგეგმილ პროვოკაციაში ჩაებნენ

ყველა ღირსეული რუსი დღეს ქუჩაშია გამოსული და აპროტესტებს სისხლისღვრას!

ყველაზე დიდი ზიანი პუტინმა საკუთარ თანამემამულეებს მიაყენა


ნატოს კარს რომ არ ეჭრიალა და დროზე გაღებულიყო, დღეს ეს კოშმარული რეალობა არ დადგებოდა

ილჰამ ალიევმა აღმოსავლური სიბრძნე გამოიჩინა და მშვიდობა “დაიბევა”


ჩვენ გვმართებს თანმიმდევრული და ზომიერი ნაბიჯების გადადგმა, არა შიშველი უკანალებით, პროვოკატორი იპოზიციასავით, არამედ საღი აზრით და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივაზე ფიქრით


თუ საღამომდე ნატომ არაფერი მოიმოქმედა, მიგვიწევს ტვინის ორმაგად დაძაბვა..

სამარცხვინო და უსუსური იყო სანქციები,

შანელის სახლს დავუხურავთ დუმის ოჯახის წევრებს და კომპებს არ გავუგზავნითო…


…და მაინც, როგორ გაწირეს ეს ლამაზი ქვეყანა…

ბოლომდე გაწირეს... და დასცინეს... როგორ მებრალება უკრაინა ???? "- წერს ლალი მოროშკინა.


შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 25 თებერვალს, გამთენიისას, კვლავ დაბომბა კიევი. უკრაინული მედიასაშუალების ცნობით, რუსი სამხედროები კიევში, ობოლონის უბანში არიან დაბანაკებული, სადაც უკრაინელი სამხედროები მათ ამ წუთებშიც ებრძვიან.


ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში მასობრივი, სასტიკი ომი, 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ომს უკვე 137-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

0
2186
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2186