x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"იდი ნა ხ..ი" - გმირი უკრაინელი მესაზღვრეები, რომლებმაც დანებებას სიკვდილი არჩიეს (ვიდეო)
image


გუშინ, 24 თებერვალს, რუმინეთის მახლობლად მდებარე შავი ზღვის პატარა კუნძულზე განლაგებული უკრაინელი მესაზღვრეები მას შემდეგ დახოცეს, როდესაც რუსულ სამხედრო გემს დანებების მოთხოვნაზე ასე უპასუხეს „იდი ნა ხ..ი" .


ჯარისკაცების მცირე კონტინგენტი, სავარაუდოდ, 13 კაცი იცავდა გველების კუნძულს ოდესის რეგიონში იმ დროს, როდესაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.



რუსულ გემზე მყოფმა მეზღვაურმა კუნძულის მცველებს რადიოთი დაელაპარაკა: "ეს რუსული ხომალდია, გთავაზობთ, დაყაროთ იარაღი და ჩაბარდეთ, რათა თავიდან აიცილოთ სისხლისღვრა და ზედმეტი მსხვერპლი. თორემ დაგბომბავთ“. თუმცა, უკრაინულმა ძალებმა მოკლედ უპასუხეს "რუსულო სამხედრო ხომალდო იდი ნა ხ..ი".


დანებებებაზე უარის თქმის შემდეგ ცოტა ხანში კუნძულის ყველა მცველი გმირულად დაიღუპა დამბომბვის შედეგად.


ხუთშაბათს გვიან საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გველის კუნძულზე ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.


ტვიტერზე გავრცელებულ ვიდეოში ასევე ნაჩვენები იყო კუნძულზე ცეცხლის გახსნის მომენტი. მასზე ჩანს უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც კამერას უყურებდა იქამდე, სანამ ჭურვი ახლოს ჩამოვარდებოდა.

image

ხუთშაბათს ნაშუადღევს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გველის კუნძულს თავს დაესხნენ რუსული ძალები. კუნძული ეკუთვნის უკრაინას, რომელიც მდებარობს " ნატოს" წევრი რუმინეთის სანაპიროდან სულ რამდენიმე მილის მოშორებით.

image

გველის კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას მისცემს რუსეთს პრეტენზია ჰქონდეს ტერიტორიული წყლებზე, რომლებიც ზღვამდე 12 მილის მანძილზე ვრცელდება.


image

კუნძულის ხელში ჩაგდების შემდეგ რუსეთს შეეძლება გადაკეტეოს მნიშნელოვანი სანაოსნო არხები საპორტო ქალაქებში ოდესაში, ნიკოლაევსა და ხერსონში და ამით მოახდინოს უკრაინის იზოლაცია საერთაშორისო ბაზრებზე და ჩამოართვას მის ეკონომიკას სასიცოცხლო სავაჭრო შემოსავლები.

0
1087
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1087
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0