სხვა საინტერესო ფაქტები ერთჯერად ნივთებზე - იცოდით? 2022, 25 თებერვალი, 13:31 კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. ზოგჯერ ძნელია აირჩიო სწორი მიმართულება და გაარკვიო ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ზოგჯერ სამართალი ყველას და ყველაფერს აყენებს თავის ადგილას, თუმცა ჩვენს დროში ძნელია იპოვო სამართალი და სამართლიანი. შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უმჯობესია ცუდ მოვლენებს უმზირო შორიდან და თავს თავად არ დაგვატყდეს, რადგან შორიდან უკეთ ჩანს ვინ არის ხაფანგში, ვინ სჩადის ფასდაუდებელ სიკეთეს და ინიციატივას იჩენს დატოვოს წვლილი ისტორიაში, რომელიც თაობებს გადაეცემა.
ჰოდა, სწორედ იმ წვლილზე უნდა ვისაუბროთ დღევანდელ სტატიაში, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხმარებადი ერთჯერადი ნივთები ჰქვია და ისინი ვიღაცამ შექმნა, გამოიგონა. 1. საპარსი. 1904 წლის 15 ნოემბერს, ამერიკელმა კინგ კემპ ჯილეტმა მოიპოვა პატენტი საპარსზე, რომელსაც საპარსი თავები ეცვლებოდა. ფაქტობრივად, ის ერთ-ერთი პირველი ერთჯერადი ნივთია გამოგონებებს შორის. რა თქმა უნდა, თავდაპირველად შეიქმნა არა ერთჯერადი გამოყენებისთვის, თუმცა გარკვეულწილად სწორედ ამისთვის. სამართებელს მოყვებოდა პირები ერთჯერადი გამოყენებისთვის, რომლებიც უნდა გამოგეცვალათ, თვითონ საპარსის კარკასი კი იყო მრავალჯერადი (საუკუნეზე მეტი დრო გავიდა და ის დღესაც არსებობს) 2. ერთჯერადი ხელსახოცები. პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელი, კიდევ ერთი ერთჯერადი ნივთი - ხელსახოცი (ცხვირსახოცი), რომელიც იყო ტექსტილის მასალის, კომპანია Kimberly-Clarc-ის წყალობით 1930 წელს გამოიცა. 1924 წელს კი ბრენდმა Kleenex-მა გამოსცა ხელსახოცები მაკიაჟის მოსაშორებლად, რომლის რეკლამაშიც კინოსა და თეატრის საუკეთესო მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას. ქაღალდის ცხვირსახოცების გამოჩენამ მყისიერად დაჩრდილა ფირმის სხვა ყველა წარმოება და პირველივე წელს მათი ბრუნვა გააორმაგა მაღალი მოთხოვნების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ცხვირსახოცები ქალბატონებისთვის წარმოებდა, ყველა იყენებდა მათ, რამაც კომპანიას განვითარების ახალი შესაძლებლობები მისცა. დაიწყეს სხვადასხვა სახის ცხვირსახოცებისა და ხელსახოცების გამოცემა -სურნელოვანი, სტერილური, საბავშვო, ფერადი, მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და ა.შ. 3. საბავშვო საფენები. რა თქმა უნდა საფენი შეუცვლელი ნივთია ყველა დედისთვის. ერთჯერადი საფენის იდეა, თავდაპირველად ჩავარდა. პირველად გამოიგონეს წყალგაუმტარი საფენი, რომელსაც ბავშვს საცვალზე ზემოდან აცმევდნენ და ის აკავებდა შარდს. წარმოდგენა, რომ თითქმის ქაღალდის საფენს შეეძლო საქმე 100%-ით შეესრულებინა, რთული იყო და იდეა ბადებდა ეჭვს. მხოლოდ ათი წლის შემდეგ შეიმუშავეს ყველა ფაქტორი და გამოიცა ბავშვის ერთჯერადი საფენები. 4. პლასტმასის ერთჯერად ჭიქები და თეფშები. დღეს, მათ გარეშე ცხოვრება, თითქმის წაროუდგენელია. 1908 წელს, ამერიკელმა ექიმმა ელვის დევიდსონმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, თუ რატომ კვდებოდნენ მოსწავლეები. მიზეზი არაჰიგიენური ნორმები გახდა. ისინი წყლისთვის და გაზიანი სასმელებისთვის მოიხმარდნენ ერთსა და იმავე, მრავალჯერად ჭიქას, რის გამოც ადვილად აინფიცირებდნენ ერთმანეთს გადამდები დაავადებებით. დევიდსონის კამპანიამ მოიცვა მსოფლიო და 1910 წელს "უსაფრთხო, ერთჯერადი ჭიქები" გამოიცა. ისინი მუყაოსი, შემდეგ კი პლასტმასის იყო. (არის) 5. კალმები, მარკერები და სხვა საწერი ნივთები. ბურთულიანი კალმები მელანისა და ბუმბულის ეპოქაში, ნამდვილად არ იყო. ის პირველად ფრანგმა მწარმოებელმა მარსელ ბიკმა გამოიგონა, რომელიც ასევე კომპანია Bic-ის დამაარსებელია. ე.წ პირველი ბურთულიანი კალამი 1953 წელს გამოიცა და სულ რაღაც სამ წელიწადში მისმა გაყიდვებმა დღეში 1 მილიონს მიაღწია. 6. სანთებელა. Bic-ის მწარმოებელს სულაც არ გაჭირვებია მოსვლოდა იდეა თუ როგორ ეწარმოებინა ერთჯერადი, ჯიბით სატარებელი სანთებელა. პირველი სანთებელა 1972 წელს გამოიცა. 7. ერთჯერადი შპრიცები. თანამედროვე მედიცინაში შეუცვლელია ერთჯერადი შპრიცები. პლასტმასის ერთჯერადი შპრიცების წარმოება 1961 წელს დაიწყო. მათი გამომგონებელი იყო ახალზელანდიელი ფარმაცევტი და ვეტერინარი კოლინ მერდოკი. გამოგონებამ თავდაპირველად გაამარტივა და დააჩქარა ცხოველების ვაქცინაცია. 8. კონდომები. ის ძალიან კარგი გამოგონებაა, სამწუხაროდ არ არის ზუსტი წყარო დასახელებული თუ ვის და როგორ გაუჩნდა მისი გამოგონების იდეა, თუმცა ჯერ კიდევ 1940-1950-იან წლებში არსებობდა ის, თუმცა მისი სხვა ვერსია, რომელიც ირეცხებოდა, ინახებოდა სპეციალურ პატარა კოლოფში და სხვა ჯერზეც გამოიყენებოდა. ერთჯერადი კონდომი 1960-ნი წლებიდან გამოჩნდა. დღეს, მსოფლიოში ყოველწლიურად 10-დან 15 მილიარდამდე კონდომი გამოიყენება. 9. თვალის ლინზები. ყველაზე უახლესი ერთჯერადი გამოგონება არის თვალის ლინზები, რომლებიც 90-ნი წლების შუა პერიოდში გამოჩნდა და უაღრესად პოპულარულ პროდუქტად იქცა, რადგან მან ჩაანაცვლა "მახინჯი" სათვალეები და გახდა ალტერნატივა მრავალჯერადი გამოყენების ლინზების, რომლებიც გარკვეულ მოვლას საჭიროებს. 189 6-ს მოსწონს
|