x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ღმერთო, ვერ ვიჯერებ... " - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს მაკა რაზმაძე

image


ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე დღეს დილით, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და გაოცებას ვერ მალავს თუ როგორ ვერ ერევა მთელი ცივილური სამყარო "თავისუფალი სამყაროს მტრად" შერაცხულ პუტინსა და მის დანაშაულებრივ რეჟიმს.


"ღმერთო, ვერ ვიჯერებ რომ 21-ე საუკუნეში ეს ჯოჯო ომს იწყებს… მსოფლიო სადაა ამ დროს? ერთი ჯუჯა როგორ ერევა ამდენ ცივილიზებულ ქვეყანას?


ჩვენს თვალწინ ხდება ამხელა უსამართლობა და ვერ ვერევით, ვერაფერს ვცვლით…."- წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის" დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.


როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევშიც.


უკრაინის ხელისუფლება მზადაა, იარაღი დაურიგოს ყველას, ვინც ქვეყნის დაცვას გადაწყვეტს.


ბოლო ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მოქალაქეთა საერთო მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.


"მივცემთ იარაღს ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის დაცვა უნდა. მზად იყავით მხარი დაუჭიროთ უკრაინას ჩვენი ქალაქების მოედნებზე", — დაწერა დღეს ზელენსკიმ Twitter-ზე.





0
1074
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1074