მსოფლიო ავღანეთში მოქალაქეების ნახევარზე მეტი განიცდის შიმშილის უკიდურეს დონეს. “ჩვენ არ შეგვიძლია მივატოვოთ ავღანელი ხალხი“ - განაცხადა გუტერეშმა უშიშროების საბჭოში 2022, 24 თებერვალი, 16:27 ![]() ![]() გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოების ხელშეწყობისა და ტერორიზმთან ბრძოლის კრიტიკულ აუცილებლობას.”თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ და არ დავეხმარებით ავღანელებს, რეგიონი და მსოფლიო გადაიხდის ამისათვის საფასურს” - თქვა მან. „ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ქვეყანაში ყველა ტერორისტული ორგანიზაციის გაძლიერება და გაფართოება. მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს მხარდაჭერა ავღანელი ხალხისთვის. მე მივმართავ თალიბანს, რომ აღიაროს და დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები“. გაერომ ქვეყანაში წამოიწყო პროექტი, TEF, 3, 6 მილიარდი დოლარის გეგმა სიცოცხლის გადასარჩენად, ჯანმრთელობის, განათლებისა და სხვა აუცილებელი სერვისების შესანარჩუნებლად. მოცემული პროექტის სპეციალურმა წარმომადგენელმა დებორა ლიონსმა, გაეროს დამხმარე მისიის ხელმძღვანელმა ავღანეთში, განაცხადა, რომ ეს ინვესტიცია მიზნად ისახავს შეაჩეროს ქვეყანაში სიღარიბის მუდმივი ზრდა.ლაიონმა აღნიშნა, რომ იზრდება პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და სხვათა დაკავებები, რომლებიც გამოხატავენ უკმაყოფილებას თალიბანის მიმართ. „არც ერთმა ავღანელმა არ უნდა იცხოვროს ღამით კარზე კაკუნის შიშით“-განაცხადა ლაიონმა. „ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ იმ შემთხვევების გამო, როდესაც რამდენიმე ქალი აქტივისტი გაიტაცეს საკუთარი სახლებიდან და გაუჩინარდნენ”, - განაცხადა ლაიონმა. ავღანეთის ეკონომიკური კრიზისის გამო გაეროს ბავშვთა სააგენტო აცხადებს, რომ ავღანელ მასწავლებლებს ყოველთვიურ სტიპენდიას გადაუხდის მინიმუმ ორი თვის განმავლობაში, რადგან ხელფასები თვეების განმავლობაში არ იყო გადახდილი. ამის მიზეზი იყო ქვეყანის ეკონომიკური კრიზისი, რომელშიც ავღანეთი ჩავარდა თალიბანის ადმინისტრაციისთვის დასავლური მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების გამო. „ევროკავშირის მიერ ყოველთვიურად დაახლოებით 100 აშშ დოლარის ოდენობის სტიპენდიები დაფინანსდება 194, 000 დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებელი იანვარსა და თებერვალში“-ნათქვამია UNICEF-ის განცხადებაში. ![]() შეგახსენებთ, რომ ავღანეთი ეკონომიკურ კრიზისშია მას შემდეგ, რაც თალიბანმა ის დაიპყრო 2021 წლის აგვისტოში, როდესაც უცხოური ძალები გაიყვანეს. ამ დროს ყოფილი მთავრობის მრავალი მაღალჩინოსანი, მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტი აშრაფ ღანი გაიქცა ქვეყნიდან, რამაც ავღანელებს შორის ქაოსი და გაურკვევლობა გამოიწვია. თუმცა მთავრობაში ყველას არ ჰქონდა ქაბულის დატოვების შესაძლებლობა ან სურვილი. ![]() 67 2-ს მოსწონს |