x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მიმდინარე წელს მექსიკაში უკვე 6 ჟურნალისტი მოკლეს
image

შიშობენ, რომ მექსიკელი ტელეწამყვანი გახდება მეექვსე ჟურნალისტი, რომელიც მოკლეს მიმდინარე წელს ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც მისი ცხედარი თეთრეულში გახვეული აღმოჩინეს დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში.



29 წლის მიშელ პერეს ტადეო, ცნობილი როგორც მიშელ საიმონი, გარდაცვლილი იპოვეს მეხანძრეებმა, რომლებიც ებრძოდნენ ხანძარს მეხიკოს სამხრეთით.

image



მეხიკოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მისი ცხედარი თეთრეულში გახვეული პიკაჩო-აიუსკოს გზატკეცილზე, ხანძრის გაჩენის მახლობლად იპოვეს.


ჟურნალისტის ნათესავებმა და მეგობრებმა, რომელიც წარმოშობით სამხრეთ ვერაკრუსის შტატიდან იყო, მისი დაკარგვის შესახებ განაცხადება გასულ პარასკევს გააკეთეს.

image

ხელისუფლებამ, რომელიც არ ასახელებს გარდაცვალების მიზეზს, განაცხადა, რომ გამოძიებმა მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით.



image

არა და სახეზეა აშკარა მკვლელობა, რომელიც იქნება რიგით მეექვსე ჟურნალისტი მიმდინარე წლის ორი თვის განმავლობაში.


იანვარში ოთხი მედიის თანამშრომელი მოკლეს, ხოლო მეხუთე რეპორტიორი ამ თვის დასაწყისში .


10 თებერვალს ინტერნეტ საინფორმაციო საიტის Noticias Web-ის დირექტორი ჰებერ ლოპესი(ფოტოზე) ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს სამხრეთ შტატ ოახაკაში. მკვლელმა პირდაპირ კაბინეტში მიაკითხა ლოპესს და იქვე ჩაცხრილა. მოწმეებმა თქვეს, რომ ლოპესი თავის კაბინეტში იმყოფებოდა დაახლოებით საღამოს 18:30 საათზე, როდესაც ოფისის წინ დადგა თეთრი მანქანა, რომელშიც ორი კაცი იჯდა. ერთი ადამიანი გადმოვიდა, კაბინეტში შევიდა და ჟურნალისტს ესროლა.

image

ლოპესს, რომელიც აშუქებდა კრიმინალურ და პოლიციის ამბებს, თვეების განმავლობაში ემუქრებოდნენ მოკვლით, განაცხადეს მოგვიანებით Noticias Web-ის თანამშრომლებმა.


ოახაკას შტატის პროკურატურამ განაცხადა, რომ მკვლელობაში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, რა დროსაც ამოიღეს მკვლელობის იარაღი.


მანამდე, 31 იანვარს მოკლეს რობერტო ტოლედო, ოპერატორისა და ონლაინ ვებგვერდის Monitor Michoacan-ის ვიდეო რედაქტორი.. ტოლედო თავდამსხმელებმა იმ დროს დაცხრილეს, როდესაც ის ინტერვიუსთვის ემზადებოდა ზიტაკუაროში, მიჩოაკანში.



23 იანვარს სასაზღვრო ქალაქ ტიხუანაში რეპორტიორი ლურდეს მალდონადო ლოპესი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს საკუთარ მანქანაში.

იმავე ქალაქ ტიხუანაში, კრიმინალური ფოტოგრაფი მარგარიტო მარტინესი მოკლეს თავისი სახლის წინ 17 იანვარს.


რეპორტიორი ხოსე ლუის გამბოა თავდასხმის შემდეგ მოკლეს 10 იანავრს მექსიკის ყურის სანაპიროზე, შტატ ვერაკრუსში.

image

0
124
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0