x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: ევროპა მორიგ შტორმს ებრძვის, არის მსხვერპლი
image



მესამე დაუნდობელი სტიქია ერთ კვირაში: რამდენიმე ევროპული ქვეყანა გახდა ქარიშხალ "ფრანკლინის" მსხვერპლი, რამაც გამოიწვია ძლიერი წყალდიდობა, დაზიანდა სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.


საფრანგეთში უამინდობამ დაარტყა ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებს, ამიენში ადგილობრივი საცხენოსნო სპორტული კომპლექსის სახურავი ახადა, ხოლო, ქალაქ ბრიკვილ-სურ-მერში წყლის ნაკადებმა ხანში შესული წყვილის მანქანა წაიღო, ადამიანები დაიღუპნენ.


დიდი ბრიტანეთისთვის "ფრანკლინი" შეიძლება კიდევ უფრო დამანგრეველი იყოს, სამშაბათს მინიმუმ 50 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ჩრდილოეთ ირლანდიისა და ინგლისის ნაწილებში მდინარეები ადიდდა ნაპირებიდან გადმოვიდა. ასობით ოჯახი ევაკუირებული იქნა იორკშირის საგრაფოში და მანჩესტერის მახლობლად წყალდიდობის საფრთხის გამო. ლიდსში, მდინარე აიერზე კაშხალი ვერ უმკლავდებოდა სტიქიის დინებას.



ადგილზე მყოფ ხელისუფლებას ჯერ არ დაუანგარიშებია ზარალი ქარიშხლების სერიიდან. მაგრამ არის კარგი ამბავი: უამინდობამ ხელი შეუწყო ქარის ენერგიის წარმოების რეკორდულ ზრდას დიდ ევროპაში.


0
326
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0