საქართველო “ის ხალხი მინდა დავთვალო, დედის მოხსენიებით…” - ვისზე საუბრობს ინგა გრიგოლია 2022, 22 თებერვალი, 15:15 ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გუშინდელ ვრცელ ინტერვიუს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და საკუთარ პოსტს ყველა იმ ადამიანს უძღვნის, ვისაც დღემდე სჯერა რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის სწორედ საქართველომ დაიწყო."პუტინს ვუსმენდი.. 2008-ში, ომი საქართველომ დაიწყოო, მაგას რომ ამტკიცებდნენ, ის ხალხი მინდა დავთვალო, დედის მოხსენიებით… მძინარე ცხინვალის დაბომბვაო. მართლა პუტინის მონები, ვინც მაგას ამტკიცებდა და ამტკიცებს. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვინ დაიწყო ომი. ყველა სიტყვა უნდა შევუნახოთ ისტორიას" - წერს ცნობილი ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.შეგახსნებთ, რომ გუშინ, 21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას ხელი ოფიციალურად მოაწერა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს დაუდასტურა.ვლადიმერ პუტინის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლად ცნობის პასუხად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას სანქციების დაწესების შესახებ, რაც ამ ტერიტორიულ ერთეულებს უკავშირდება.ბაიდენის ბრძანება ამერიკის მოქალაქეებს უკძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობასა და დაფინანსებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ, დონბასის რეგიონში მდებარეობს.დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც თვითგამოცხადებული "რესპუბლიკების" რუსეთის მიერ აღიარებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს.მისი თქმით, ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ჯონსონი რუსეთის წინააღმდეგ არც მკაცრი სანქციების მომზადებასა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას გამორიცხავს.რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც მოითხოვა.725 შეფასება არ არის |