ისტორიაზე ინფორმაციას სკოლიდან ვიღებთ, ისტორიული ჟანრის რომანებიდან, სერიალებიდან ან ფილმებიდან. ზოგიერთი მითის დღემდე გვჯერა, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება:
1. კორსეტი არც ისეთი საშინელი ყოფილა, როგორც ამბობდნენ
რა თქმა უნდა კორსეტი სასიამოვნო სატარებელი არ ყოფილა, თუმცა ისეთი სასინელიც არა, როგორც ფილმებში აღწერენ. ვალერი სტილი, მოდის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მუზეუმის დირექტორი, ამბობს, რომ გასული საუკუნეების ეს ნივთი არც ისე ცუდი იყო, როგორც ჩვენი თანამედროვეები ფიქრობენ და კორსეტის გამო გული არ მისდიოდათ ქალებს. რა თქმა უნდა, ყველაზე სასარგებლო რამ არ არის ყოველდღიური ტარებისთვის: კორსეტი ზეწოლას ახდენს შინაგან ორგანოებზე და ასუსტებს ზურგის კუნთებს.
2. ჩინური ფანრები სურვილების ჩასაფიქრებლად არ ყოფილა განკუთვნილი
ახლა ასეთი ფარნები ასოცირდება რაღაც ნათელ და მხიარულთან, მაგრამ ისინი სურვილების ჩასაფიქრებლად ნამდვილად არ გამოუგონიათ. ჩინეთში სამი სამეფოს ეპოქაში ცხოვრობდა მეთაური, სახელად კუნმინგი. ერთ დღეს მისი ჯარი ხაფანგში გაება და დახმარება ამ ფანრების გაშვებით ითხოვა. ამიტომ, ჩინური ფარნები ჯერ კიდევ ცნობილია როგორც კუნმინგის ფარნები.
3. “ლოტოსის ფეხი" მხოლოდ დიდგვაროვან ხალხში არ ყოფილა გავრცლებული
ითვლება, რომ ჩინეთში ფეხის შეკვრის ტრადიცია მხოლოდ მაღალი კლასის წარმომადგენლებს შორის არსებობდა. მაგრამ ფეხებს ღარიბებსაც ახვევდნენ, ყოველ შემთხვევაში, გასული საუკუნის დასაწყისში.
ქალაქ ჯუნსობაოში მცხოვრები 83 წლის ბებია იხსენებს: „როცა 10 წლის ვიყავი, ჩემი სოფლის ყველა გოგონას უკვე ჰქონდა ძალიან პატარა და ლამაზი ლოტოსის ფეხები. მე მაქვს ნორმალური, ყველა დამცინოდა და მეუბნებოდა, ტერფების შეხვევაც არ შემეძლო“.
4. საჭურისები მხოლოდ მოახლეები არ ყოფიან
ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ საჭურისები მხოლოდ სასახლის მსახურნი იყვნენ. მაგრამ მე-15 საუკუნეში ჩინეთში საჭურისები მუშაობდნენ საჯარო მოხელეებად - მაგალითად, ისინი აგროვებდნენ გადასახადებს ვაჭრობის სფეროში. იყვნენ საჭურის-დიპლომატები და საჭურის-სარდლები. თუ ადამიანი სამსახურში აღწევდა სიმაღლეებს და აღიარებას, მაშინ მომდევნო თაობები თაყვანს სცემდნენ მათ შორეულ ნათესავებს - საჭურისებს. ტომობრივ თემებს შეეძლოთ ასეთი პიროვნების დანიშვნა ტერიტორიის მფარველ სულად.
5. ევროპა არც ისეთი მონოგამიური იყო
უდავო ფაქტია: მრავალცოლიანობა გავრცელებული იყო აღმოსავლეთში, ხოლო მონოგამია ევროპაში. ყოველ შემთხვევაში არ არსებობდა ოფიციალური ჰარემები, როგორც ჩინეთსა და თურქეთში. მაგრამ აქაც არის რამდენიმე გამონაკლისი, რომელიც ჩვეულებრივ არ ისწავლება სკოლაში.
XIII საუკუნეში გერმანელი გრაფი ლუდვიგ ფონ გლაიხენი ჯვაროსნულ ლაშქრობაში წავიდა და ტყვედ ჩავარდა. იქიდან თურქი სულთნის ქალიშვილთან ერთად გაიქცა. გრაფმა მიიღო ნებართვა დაქორწინებულიყო თურქ ქალზე პირველი ცოლის გაყრის გარეშე. ისტორიკოსები კამათობენ იმაზე, არის თუ არა ეს ლეგენდა, მაგრამ ერფურტში არის გრაფისა და მისი ცოლების ქვის საფლავი.
ამრიგად, წარსულში ევროპელს შეეძლო ორი ცოლი ჰყოლოდა. მე-16 საუკუნეში, ლანდგრავ ფილიპ ჰესელს, თავისი წინამორბედის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჰყავდა ორი კანონიერი ცოლი: კრისტინა საქსონიელი და მარგარიტა ფონ დერ სალე.
6. ჩინელ ქალებს რამდენიმე ქმარი ჰყავდათ
ჩვეულებრივ, ჩინეთში გენერლებსა და წარჩინებულებს ჰყავდათ ერთი ცოლი და მრავალი ხარჭა. პოლიანდრია კი ჰანებში (მთავარი ეთნიკური ჯგუფი) ამორალურად და უკანონოდ ითვლებოდა, მაგრამ სხვა ჩინურ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ეს ფენომენი არსებობდა და არსებობს, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში. ეს იმისთვის კეთდება, რომ არ იყოს საჭირო მიწის გაყოფა ვაჟებს შორის.
7. ოქროს უნიტაზები იმაზე ადრე გამოჩნდა, ვიდრე გვგონია
ესაა ქოთანი, რომელსაც იყენებდნენ ჩინეთში ცინის დინასტიის დროს. თუ ფიქრობთ, რომ ოქროს ტუალეტის თასები ჩვენს დროში გამოიგონეს, მაშინ დიდად ცდებით. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ჩინეთში, ქალაქ იანჯოუში ცხოვრობდა მარილის მდიდარი ვაჭარი. სწორედ მან, პირველად დაამზადებინა თავისთვის ოქროს ღამის ქოთანი. რადგან ქოთანი ძალიან მაღალი იყო, ამიტომ ვაჭარს კიბი გამოყენება უწევდა მის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
8. ლუი XIII კომიკური პერსონაჟი სულაც არ ყოფილა
ჩვენ ძირითადად ლუი XIII-ს, მის მეუღლეს დედოფალ ანას და კარდინალ რიშელიეს სამი მუშკეტერიდან და მისი ფილმების ადაპტაციებიდან ვიცნობთ და იქ საფრანგეთის მეფე საკმაოდ კომიკურ პერსონაჟად არის გამოსახული.
ფაქტობრივად, რიშელიე იყო კარგი სასამართლო მრჩეველი და მისი წყალობით განმტკიცდა ლუის ძალაუფლება, ისევე როგორც საფრანგეთის პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე. თავად ლუი არ იყო, ისეთი სუსტი და სულელი, როგორიც აღწერილია, ახალგაზრდობაში მას მოუწია დედასთან, მარი დე მედიჩისთან დაპირისპირება.
9. ჩინელები მხოლოდ იეროგლიფებით არ წერენ
ჩინური ენის გაგონებისას, იეროგლიფები მაშინვე ჩნდება ჩვენს თავში. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ჩინეთის მოსახლეობა თითქმის 300 ენაზე საუბრობს. ქვეყნის ოფიციალური ენა არის მანდარინი, ან მანდარინი ჩინური. და ყველა ადამიანი არ წერს იეროგლიფების გამოყენებით. მაგალითად, ტიბეტურ ანბანს აქვს 30 მარცვლიანი ასო.
10. ჯეინ ოსტინის დროს ქალებს შეეძლოთ კარიერის აწყობა და არა მხოლოდ ქსოვა
ალბათ, გსმენიათ რა შეზღუდული იყო ჯეინ ოსტინის დროს ქალი, ან ის, რომ ღარიბი ოჯახიდან გოგონას, ქმრის გარეშე გარეთ გასვლის უფლებაც არ ჰქონდა, კარიერაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგრამ ვის არ სმენია მადამ ტიუსოსა და მისი ცვილის მუზეუმის შესახებ? ღარიბ ოჯახში დაბადებული, წარმატებული და ცნობილი გახდა და მისი ბიზნესი დღემდე გრძელდება.