x
image
თამილა გურაშვილი
ვიდეო: შვეიცარიულ ბანკში მონაცემების ყველაზე დიდი გაჟონვა მოხდა
image


უმსხვილესი შვეიცარიული ბანკ Credit Suisse -ში მოხდა მომხმარებლის მონაცემების ყველაზე დიდი გაჟონვა ისტორიაში. საუბარია 1940-იანი წლებიდან 2010-იან წლებამდე გახსნილ 18 000 ანგარიშზე, რომლებშიც 100 მილიარდ დოლარზე მეტია განთავსებული.




კონფიდენციალური მასალები თავდაპირველად გერმანული გაზეთ Süddeutsche Zeitung-ის ჟურნალისტებმა მიიღეს. მათ გაუზიარეს ისინი ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის მესვეურებს და 39 ქვეყნის 46 მედიასაშუალებას.



მათ შორის, ვისაც ბანკი ემსახურებოდა, მაღალი რანგის პოლიტიკოსები და მათი ახლობლები არიან. ბანკის კლიენტებს შორის არიან ყაზახეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ოჯახი, ყაზახეთის ყოფილი ლიდერის ნურსულთან ნაზარბაევის ოჯახი. ასევე, უკრაინელი ბიზნესმენი და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვალერი ხოროშკოვსკი.





0
93
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0