x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ერთი ფოტოს ისტორია-როცა მიკ ჯაგერის წინააღმდეგ ალენ დელონია
image

ვინ, თუა არა მიკ ჯაგერი იყო, რომელიც ხელთათმანებივით იცვლიდა ქალებს სწორედ იმ პერიოდში, როცა ჩვენი პაპები ბებიებს მოკრძალებით სთხოვდნენ ხელს.


ისეთ ცნობად მომხიბვლელ მამაკაცსა და მექალთანესაც კი თავისი დიდების მწვერვალზე ჰქონდა ისეთი მომენტები, რომლის მოწმეები, ფაქტობრივად, ჩვენ, უბრალო მოკვდავები, ლამისაა ყოველდღე ვხდებით.რას ვხედავთ ამ ფოტოზე?

image


ეს ხდება პარიზში 1967 წელს. კომპოზიციის ცენტრში არის მიკ ჯაგერის მაშინდელი შეყვარებული, მომღერალი მერიან ფეიტფული. მიუხედავად მისი გვარისა, რაც ნიშნავს "ერთგულს", ის ნამდვილად არ იყო "წმინდანი" გოგოების რიგებში, საკმარისია ითქვას, რომ მან თავისი პირველი ქმარი, რომელისგანაც ვაჟი ახალი გაჩენილი ჰყავდა, მიატოვა და მიკ ჯაგერს გაეკიდა.


თუმცა, ის მხოლოდ მიკს არ იცნობდა. სინამდვილეში, სწორედ Rolling Stones-მა აღმოაჩინა მერიანის ნიჭი. მათ ასევე დაწერეს მისთვის პირველი ალბომი. მომავალში, ფეიტფული ასევე მოხსენიებული "როლინგების" რამდენიმე ცნობილ კომპოზიციაში, არა მხოლოდ როგორც მუზა, არამედ როგორც თანაავტორი.

image


1967 წელს მიკი და მერიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვინგერთა წყვილი იყო ლონდონში (ქალაქი განიცდიდა მუსიკალურ და მოდის რევოლუციას).



სწორედ მარიანი იპოვეს ჯაგერის ბინაში ცნობილი ანტინარკოტიკული რეიდის დროს.... ბეწვის ხალიჩაში გამოწყობილი. საერთოდ, ბიჭები "ხანძარს აჩაღებდნენ" სრული პროგრამით:სექსი, ნარკოტიკები და როკ-ენ-როლი.


image

ფოტოზე ხედავთ Rolling Stones-ის მოგზაურობას პარიზში ევროპული ტურნეს დროს, რომელიც ახალი ალბომის " Between the Buttons " მხარდასაჭერად იმართებოდა .ეს იყო მათი დიდების პიკი, ყველაფერი მათ გარშემო ტრიალებდა.



ალენ დელონი, ფაქტობრივად, მოვიდა რათა გამოეხატა პატივისცემა იმ დროისთვის მსოფლიოს უპოპულარეს ჯგუფისთვის.


image

და მაინც რა ხდება ფოტოზე? აი, როგორ იხსენებს თავად მერიანი ამ ფოტოს:



”დიახ, უცნაური ფოტოა.ორი ასეთი აბსოლუტურად განსხვავებული სექს-სიმბოლო და მე, შუაში, ვტკბები სიტუაციით!მახსოვს, რომ მიკი იმ მომენტში მართლაც ძალზე ეჭვიანობდა და მისთვის უჩვეულო, ერთგვარი მესაკუთრეს როლს ასრულებდა..მას არასდროს ჰქონია ეჭვიანობის მიზეზი, ჩვენი მეგობრების უმეტესობა გეი იყო, გარდა კიტისა, ასე რომ...... და მაინც, მე არ მომწონდა დელონი, არ იყო ჩემი ტიპი, ასე რომ არ ინერვიულოთ. "

0
1064
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1064
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0