ვარსკვლავები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის დედა, 74 წლის წარმატებული მოდელი 2022, 21 თებერვალი, 12:18 ![]() ყველასათვის ცნობილია ფრაზა: "ყოველი ძლიერი მამაკაცის უკან დგას ძლიერი ქალი". დღეს სწორედ ასეთ ისტორიაზე მოგიყვებით. ![]() გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღეს მას მთელი მსოფლიო იცნობს. წარმატებულ ბიზნესმენს, გამომგონებელს და ინვესტორს, როგორც მისი, „სპეის ექს“-ის საკულტო მისიით, სადაც მან „ტესლა“-ს მანქანა კოსმოსში გაუშვა, ასევე ტიტულით - მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი. ![]() „სფეის ექს“ -ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე „ტესლა“ -ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, „ექს.კომ“-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც ერთი წლის შემდეგ შეეცვალა სახელი და დაერქვა "პეიპალი", ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკია. ![]() 2016 წელს „ფორბს“-ის სიაში „მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანები“ მან 24-ე ადგილი დაიკავა, 2021 წლის ნოემბერში კი მისმა შემოსავალმა 300 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რითაც იქცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად. ![]() საქართველოში ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც არ სმენია მასკის პროგრამის შესახებ, რომელმაც ბევრ ახალგაზრდას გაუკვალა გზა უკეთესი მომავლისკენ და მისცა სწავლის უფასოდ გაგრძელების შანსი აშშ-ში. ![]() თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ამ უძლიერესი მაგნატის უკან ძლიერი ქალი დგას, ეს მისი ერთადერთი და განუმეორებელი დედაა, რომელიც ისეთივე მაგარია (თუ მეტად არა), როგორც მისი ვაჟი. ![]() მაიე მასკი, ილონ მასკის დედა, 74 წლის მოდელი და დიეტოლოგია. მას ილონის გარდა ჰყავს შვილები, კიმბალი და ტოსკა მასკები. ![]() ის დაიბადა კანადაში და ახალგაზრდა ასაკში საცხოვრებლად სამხრეთ აფრიკაში გადავიდა, სადაც მისი ოჯახი კალაჰარის უდაბნოში ცხოვრობდა და სადაც მოიპოვა ცნობადობა. ![]() 1969 წელს მაიე იყო მის სამხრეთ აფრიკის სილამაზის კონკურსის ფინალისტი, მოგვიანებით მიიღო მაგისტრის ხარისხი დიეტოლოგიაში. ![]() შვილებთან ერთად კანადაში დაბრუნების შემდეგ მან განაგრძო სამოდელო კარიერა და 50 წელზე მეტია ამშვენებს სხვადასხვა ჟურნალის გარეკანებს. ![]() მისი მართლაც განსაცვიფრებელი მოდელის პორტფოლიოს გარდა, მაიე მასკი ცნობილია თავისი პრეზენტაციებით, როგორც კვების ექსპერტი მთელს მსოფლიოში. ის არის კარგი სპიკერი და აქვს მაგისტრის ხარისხი დიეტოლოგიაში. ![]() ის აღიარებს, რომ მისი ინტერესია ასევე დაეხმაროს ბავშვებს, რათა უკეთესად იკვებონ სკოლებში, სადაც არ არის ბოსტნეულით მდიდარი რაციონი. ![]() მაიე მშვენივრად მართავს თავის ყველა გატაცებას და ამტკიცებს, რომ სილამაზე ასაკთან ერთად არ ქრება. ![]() ის არის ყველაზე მაგარი ბებია, რაც კი ოდესმე გინახავთ. მან სამოდელო კარიერა ჯერ კიდევ 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო, 15 წლის ასაკში. ![]() მაიე მასკი 74 წლის წარმატებული მოდელი, თმას არ იღებავს და თითქმის არ იყენებს კოსმეტიკას. ![]() მაიე შესანიშნავად უთავსებს ერთმანეთს ყველა მის საქმიანობას და გატაცებას, ამავე დროს, მშვენივრად ახერხებს იყოს მოდელი და 10 შვილიშვილის ბებია, 50 წლიანი წარმატებული სამოდელო კარიერით. ![]() 203 3-ს მოსწონს
|