ფოტოგრაფია სარეკლამო პრინტები, რომლებმაც საზოგადოების ყველაზე მწვავე რეაქცია გამოიწვია 2022, 20 თებერვალი, 16:54 უცხოელი კრეატორები კვლავაც წარმატებით აგრძელებენ რეკლამებში ქალის შიშველი სხეულის გამოყენებას და დროდადრო ნებადართული საზღვრების გადაკვეთას, რითიც მომხმარებლებისა და რაღა თქმა უნდა, ფემინისტური ორგანიზაციების აღშფოთებას იწვევენ. პორტალმა "Buzzfeed"-მა ყველაზე პროვოკაციული სექსისტური სარეკლამო პრინტები დაასახელა, რომლებმაც ინტერნეტ საზოგადოების სრული შოკი გამოიწვია.2008 წელს ბრაზილიურმა სააგენტომ "MatosGrey"-მ "Pantene"-ის ბრენდის შამპუნისთვის სარეკლამო პრინტები გამოუშვა, რომელთა იდეაც შემქმნელებმა "Wonderbra"-ს ბრენდის კამპანიიდან ისესხეს - "თვალებში მიყურეთ, გითხარით თვალებში - მეთქი!".კიდევ ერთი პროვოკაციული პრინტი შექმნა "Lowe Strateus Paris"-ის ფრანგულმა გუნდმა "AX Gravity" (Unilever) - ის ბრენდის მხარდასაჭერად.ამერიკელ დიზაინერ მარკ ჯეიკობსს ტანსაცმლის ახალი ხაზის რეკლამირება, საკუთარი კოლექციის საზოგადოებისთვის ჩვენების გარეშე არც კი მორიდებია."McCann Erickson"-ის ბელგრადის განყოფილებამ სერბეთის დედაქალაქის გასალამაზებლად პლაკატების სერია გამოუშვა, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებდა ქუჩებში საკუთარი ოთხფეხა მეგობრების ფეკალები თავადვე მოეგროვებინათ და ქალაქის იერსახის გალამაზებაზე ყველა საშუალებით ეზრუნათ.ავტობრენდი "Mercedes-Benz"- ი სხვა კონცერნებს შეუერთდა და S-კლასის მოდელის პოპულარიზაციის ფარგლებში, საზოგადოებას უსაფრთხოების 8 აირბაგი ქალის "ღირსებების" სახით წარუდგინა.მოულოდნელი სარეკლამო პრინტი ორიგინალური იდეით - ეს გახლავთ ტანის დამატენიანებელის საცხის რეკლამა სლოგანით "კიდევ უფრო სექსუალური მუხლებისთვის".ჩეხური ავტობრენდის "Skoda"-ს სარეკლამო კამპანიამ ინტერნეტ საზოგადოება კარგად გაამხიარულა, როდესაც "Octavia"-ას მოდელი სალონის კონდიცირების ორი ზონით წარადგინა და აღნიშნული ოფცია წარმატებითაც გაათამაშა."American Apparel"-ის ბრენდი თავისი სკანდალური რეკლამებითა და საკუთარ ჩვენებებში ნახევრად შიშველი მოზარდი გოგონების პოზირებით არის ცნობილი, თუმცა 2011 წელს შემოდგომა-ზამთრის ფეხსაცმლის პროვოკაციული სარეკლამო კამპანიით ბრენდმა საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა.344 შეფასება არ არის |