შიდა ქართლი სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლს წითელი საღებავი გადაასხეს - რა რეაქცია მოჰყვა ამ ფაქტს სოცქსელში? 2022, 20 თებერვალი, 13:56 ![]() როგორც ირკვევა, ტერიტორია რესტორან “რანჩო ვარიანს'' ეკუთვნის, რომლის მფლობელი მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკია, რომელიც ვარიანიდან არის. გიორგი კანდელაკი დიდი ხანია საბჭოთა ბელადს თაყვანს სცემს. რესტორან “სპორტ-კაფეს'' გორში სახელი შეუცვალა “ჟოზეფით'' (იოსებით). გარდა ამისა, რესტორან “ჟოზეფში'' სპეციალური კუთხე მოაწყო, სადაც სტალინის პორტრეტებია გამოფენილი. იმ კუპეში ის ხალხი იკრიბება, ვისაც სტალინი უყვარს. ![]() სტალინი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ფიგურად რჩება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ ამ ფაქტმა სოცქსელში მწვავე დისკუსიები გამოიწვია.გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს: "სწორია"- ასე ეხმაურება წითელის საღბავის გადასხმას ქალთა უფლებადამცველი, რაზეც ერთ-ერთი მომხმარებელი პასუხობს: ![]() "რა არის სწორი, პირიქით, თუ ტურიზმის ქვეყანა ვართ, პირიქით დავდგამდი მის ძეგლს, წინ კი დავუდგამდი პანოს, სადაც ჩამოვწერდიმის მიერ ჩადენილ პლუსებს და მინუსებს, მისულ ტურისტს კი თავად გადაეწყვიტა, ხალხის მამა იყო თუ მამინაცვალი, მის ფანატებს კი მოვუწოდოთ, გონს მოდით გორელებო, ნუ გაყინულხართ ერთ ადგილას, სოცქსელები არსებობს, სადაც ბევრ ინფორმაციას მიიღებთ, რასაც ასე სასტიკად გვიმალავდნენ სისხლიანი კომუნისტები." ![]() "შეღებვა არ არის საკმარისი, საჭიროა ძეგლის დალეწვა და ჩამოგდება. ახალსოფელში მაგალითად ჩამოვაგდეთ. თავი ჩემმა ძმამ მოაძრო ჯერ კიდევ 15 წლის წინათ." - წერს სოცქსეში სახელგანთქმული დავით ჩუტლაშვილი. ![]() ![]() "ახალქალაქში სომეხ სადისტს რომ დაუდგეს ძეგლი - რომელიც ქართველ ვაჟკაცებს აწამებდა და ხოცავდა განსაკუთრებული სისასტიკით.-მისი აღმმართველი მისცეს პასუხისგებაში?" ![]() "სანამ სტალინიზმ-ლენინიზმ-ბოლშევიზმი ოფიციალურად არ აიკრძალება და მისი სახელით ჩადენილი სასტიკი დანაშაულებები არ გაშიშვლდება ბოლომდე(გერმანიისა და ნაციზმის მაგალითზე), არაფერი გვეშველება და ვივლით მოჯადოებულ წრეზე: ნეობოლშევიკური "ქოციზმი" ამის ნათელი მაგალითია!"
![]() "ის ფაქტებიც მოიყვანე რამ რა განაპირობა მარტო შედეგზე რომ აკეთებ აქცენტს ისიც გვითხარი საბჭოეთის დანგრევის მერე რამდენი ადამიანი მოკვდა შიმშილით რამდენმა დაკარგა საარსებო რამდენი ტრაგედია მოყვა
ფაქტია რომ ჩვენი ქვეყანა მესამედით შემცირდა მარტო ჩვენ ქვეყსნაზე მაქვს ლაპარაკი და რა გვინდა ჩვენმა პარტნიორებმა გაერომ უკვე 2040/50 წლისთვის საქართველოში ქართველი აღარ იქნება უმრავლესობაშიო მოგვახარეს
ადრე 20 მილიონი უკრაინელი იყო რაც დრო გადის ნელნელა იცვლება ეს ციფრები.
ჯობია დაჯდეთ კარგად გარრკვიოთ ვისი პროექტი იყო წითელი ტერორი პარუსი ვინ იყო რა საერთო ჰქონდა ლენინთან ვინ იყო ლევ ბრონშტეინ ტროცკი რა აკავშირებდა ვილსონთან რა ინტერესი ჰქონდა ბრიტანეთის სამეფოს ნიკოლოზი და ედუარდი იყვნენ ბიძაშვილები რატომ უნდა ამოწყვეტილიყო მთელი სამეფო ოჯახი ვინ ხვდებოდა მემკვიდრე და რატომ არის დღესაც რისეთის მეფის გვირგვინი ბრიტანეთში ასე რომ ასე მზოლოდ გარკვეულ შედეგებზე აქცენტით მხოლოდ რაღაც ფაქტით მოვლენას ვერ შეაფასებთ თუ შეფასება გინდათ დაჯექით და მოიძიეთ მასალები მერე მიზვდებით სტალინი რას ებრძოდა და რა შეთქმულება მოეწყო რუსი ხალხის თუ მთლიანად საქრისტიანოს მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და ვინ იყვნენ
მისი აქტორ ინიციატორები".
![]() "ვისაც გინდათ საქმენი საგმირონია, დღეს ძალიან ბევრია გასაკეთებელი.იფიქრეთ იმაზე რომ ასობით ათასი ქართველი დაიბადა სხვა ქვეყანაში.ტერიტორია აღარ გვაქვს.საქართვრლო უქართვრლოდ რჩება.ტრადიციები იკარგება.და ბევრი უბედურება..... 4 წლის ბავშვსაც შეუძლია ეგ გააკეთოს. შენ რა გააკეთე???"
![]() "ჯერ სტალინისნაირ Ძლიერ პიროვნებებად ᲩამოყალიბდიᲗ და მერე გამოუტანეᲗ განაᲩენი.მსოფლიო პატივს სცემდა, ომი მოიგო, ომის Შემდგომ ქვეყანა ფეხზე დააყენა.რომელი ლიდერია მაგაზე უკეᲗესი?მიწების გაყიდვაᲨი და ქონების მოხვეᲭაᲨი იცოცხლე ბადალი არ ჰყავᲗ.სტალინი დახეული ᲩექმებიᲗ დადიოდა.გადახედეᲗ რეალობას."
![]() "საერთოდ დამოუკიდებლობა სიტყვის ფასიც კი დავკარგეთ არამცთუ ვასსრულებთ ამ კონკრეტულ ქმედებას....სტალინის მეხოტბე არვარ მაგრამ ჩემ სოფელში საზოგადოებამ რომ გადაწყვიტოს ძეგლი დაიდგას ეს ნიშნავს რომ დამოუკიდებელი სიტყვა და სახეა საზოგადოებრივი აზრის...ვის აქვს უფლება განიკითხოს??? თქვენი განკითხვა და ეს ქმედება წითლად შეღებილი სტალინის ფონზე რააა არ ნიშნავს თავისუფალი სიტყვის წართმევის უფლებას??? გამოდიხართ მერე და დემაგოგობთ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთო....სტალინი ისტორიის ნაწილია მათშორის საქართველოსი პირველ რიგში და პატივი სტალინს კიარა თქვენ ისტორიას მიაგეთ....რომელს გაქვთ მასზე მეტი გაკეთებული თქვით!!! და მერე გაკიცხეთ" 237 2-ს მოსწონს |
პ.ს. ონიანი ითხოვს საკუთრებაში გადაცემას ამ ძეგლის და რატო არ აძლევენ? კაცი გამოდის და ამბობს კომუნისტი,სტალინისტი ვარო,ხოდა ჩაახუტეთ ეგ ძეგლი,თან მოუვლის კიდეც. არადა ეგ ონიანი გულრწფელი კაცია და არაა საშიში,საშიშია ის ვინც ჰუმანურობას აწვება და ძეგლებს საღებავით აფუჭებს.