x
image
ქეთეონე
"ეს არ არის ომი უკრაინაში, ეს არის ომი ევროპაში"

image

დღეს ვოლოდიმერ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება, სადაც ძალიან საინტერესო და პირდაპირი განცხადებები გააკეთა:

“უკრაინა თავს დაიცავს ნებისმიერ შემთცვევაში დახმარებით თუ დახმარების გარეშე, მიუხედავად იმისა, მოკავშირეები მისცემენ ჩაფხუტებს თუ იარაღს".

„ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურა დარღვეულია. ახლის დროა“

"ეს არ არის ომი უკრაინაში, ეს არის ომი ევროპაში".

ნატოს შესახებ: „გვითხრეს, რომ კარი ღიაა, მაგრამ არ გვაძლევენ შესვლის უფლებას". “ წლების განმავლობაში გვერდს უვლიდნენ კითხვას, დროა პასუხი გასცეს, შეიძლება თუ არა უკრაინის მიღება ნატოში"

ზელენსკიმ ისაუბრა ესკალაციასა და მასობრივ დაბომბვებზე ბოლო დღეებში “ ეს მე თვითონ ვნახე გუშინ მარიინკას ფრონტზე".

“ ჩვენ მზად ვართ ვეძიოთ ომის დასრულების გასაღები მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატში. არ აქვს მნიშვნელობა, სად მსოფლიოში შევთანხმდებით მშვიდობაზე, რათა დასრულდეს ომი უკრაინაში. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება მშვიდობა, მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა".

ზელენსკის კითხეს თუ რატომ გაემგზავრა იგი პირადად მიუნხენში, იმის გათვალისწინებით, რომ მის ქვეყანას ემუქრება რუსეთი. რად როსაც მან უპასუხა, რომ ბევრი შეხვედრა გამართა უცხოელ ლიდერებთან და ასევე მისი თქმით უკრაინა არ არის პანიკაში.

ზელენსკიმ აგრეთვე ისაუბრა ამერიკული დაზვევრის აგრესიულ ინფორმაციაზე, რამაც დესტაბილიზაცია გამოწვია უკრაინის შინ და გარეთ, რა დროსაც მან ახსენა, რომ "დაზვერვა, რომელსაც ენდობა, მხოლოდ მისი (უკრაინის) დაზვერვაა"

ზელენსკი შეეხო სანქციებსაც:
“თქვენ გვეუბნებით, რომ სანქციები არ დაწესდება მანამ, სანამ ომი არ დაიწყება და თქვენ ამბობთ, რომ ომი რამდენიმე დღეში დაიწყება... მაშ, რას ელოდებით?

და ბოლოს ყველაზე საინტერესო, ზელენსკი ითხოვს ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილე ქვეყნების (რუსეთი, აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი) სამიტის მოწვევას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის სანაცვლოდ უკრაინის მიერ უარის თქმას ბირთვულ იარაღზე. თუ სამიტი არ შედგა, კიევმა შესაძლოა ის ბათილად აღიაროს.

0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0