x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
იდუმალი "ქვის კვერცხები", რომლებიც კლდეზე 30 წელში ერთხელ ჩნდება (+ ვიდეო)

ჩინეთის ერთ სოფელში, კლდე კვერცხის ფორმის ქვებს წარმოქმნის, რომლის ზომა 20–დან – 40 სანტიმეტრია.

ადგილობრივების თქმით, კლდეზე, რომლის სიმაღლე 6 მ–ია და სიგრძე 25 მეტრი, ყოველ 30 წელში ერთხელ, მრგვალი ქვები ჩნდება და შემდეგ, მიწაზე ცვივა.


image


ყველაფერი 2009 წელს დაიწყო, როდესაც ადგილობრივი ტურისტული ოფისის დირექტორმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მთის სანახავად მისულიყვნენ, რომელიც «კვერცხებს დებდა». თუმცა, კლდე, რომელიც გუიჯოუს პროვინციის საზღვარზე, გუანქსის მახლობლად მდებარეობს, პოპულარული მხოლოდ რვა წლის შემდეგ გახდა, როდესაც ის ტურისტული ობიექტების რუკაზე დაიტანეს.

დღემდე, ადგილობრივმა მოსახლეობამ, დაახლოებით, 68 კვერცხისებური ქვა შეაგროვა. ისინი ქვის პოვნას დიდ წარმატებად მიიჩნევენ და კლდიდან ჩამოვარდნის შემდეგ, მაშინვე სახლში მიაქვთ. მეცნიერები კი, დღემდე ვერ ხსნიან, თუ რასთან არის დაკავშირებული ეს იდუმალი მოვლენა.


imageერთ-ერთმა ადგილობრივ, კლდიდან ჩამოვარდნილი ქვით


მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ–ჯერობით, ერთ აზრზე ვერ შეჯერდნენ, უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ქვის კვერცხების წარმოქმნის მიზეზი – ეროზიაა. თუმცა, წარმოქმნის ზუსტი გეოლოგიური მექანიზმი დადგენილი არ არის.

კლდე კირქვის ქანებისგან შედგება, რომელიც, დაახლოებით, 500 მილიონი წლის წინ, კამბრიულ პერიოდში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ქვის კვერცხები კი, როგორც ითვლება, უფრო მტკიცე და მძიმე დანალექი ქანებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივი წვიმების ან მეწყრის დროს, კლდის ძირითადი ქანები უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე კვერცხის ფორმის ფრაგმენტები. მაგრამ, ჯერ დადგენილი არ არის, როგორ და რატომ აღმოჩნდა ქვის კვერცხები კლდეში.



image


არხის სხვა სიახლეები:


* ადამიანების უსაზღვრო ფანტაზიის 20 მტკიცებულება (ნივთები, რომლის არსებობას ვერც კი წარმოიდგენდით)

* 10 ფაქტი მოჩვენებების შესახებ

* დროის პორტალის გავლით – ადამიანები სხვა ეპოქიდან

* დედამიწა მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კარიერი იყო?!

* იდუმალი და სახიფათო კარი და საცავი მსოფლიოში

* 20 ნაკლებად ცნობილი და უცნაური ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (III ნაკრები)



0
948
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
948
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0