მუსიკა აქვს თუ არა სიმღერა " მოღალატეს" თამაზ მეჭიაურთან კავშირი? 2022, 19 თებერვალი, 16:05 ![]() კითხვაზე, სიმღერა "მოღალატე" ყოფილ ქმარს ხომ არ მიუძღვნა ღალატის გამო თამარმა უპასუხა: -– არა, არა და არა. იმიტომ, რომ ეს სიმღერა იმდენად მომწონდა და იმდენად კარგად ასრულებდა თემურ თათარაშვილი, რომ შემდეგ მისი გაკეთება მეც გადავწყვიტე. მას გიტარაზე მეგობრების წრეში ხშირად ვასრულებდი. ერთ დღესაც მათ მითხრეს, რომ ჩამეწერა, რაზეც მე მაშინ ვთქვი, რომ სახელწოდება არ მომწონს და შეიძლება ამის გამოც არ გახდეს ის პოპულარული-მეთქი. მოხდა პირიქით – სიტყვა „მოღალატემ“ ყველაფერი დაიტია. ეს არ ეხება ჩემს მეუღლეს, თუმცა, ის ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც გულნატკენია. ![]() წვილის ურთიერთობა 5 წელიწადი გაგრძელდა.ჰყავთ ერთი საერთო ვაჟი. "კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა იყო მიზეზი. კონფლიქტები ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით, ის ძალიან თბილი და გულისხმიერი პიროვნება იყო. თუმცა, რაღაც მოხდა და რაღაც მომენტში ერთმანეთს ვერ გავუგეთ. მე თბილისში წამოვედი, ის თიანეთში დარჩა, სადაც იმ პერიოდში ასწავლიდა. მე ამ დროს კონსერვატორიაში შემქონდა საბუთები, ისე მოხდა, რომ ერთი წელი ცალ-ცალკე დავყავით და ეტყობა, მაშინ ურთიერთობა გაცივდა. ოჯახი, ზოგადად, ერთად უნდა იყოს."(თამარ მეჭიაური) შეგახსენებთ, პოლიტიკოსი, ინჟინერი და ეკონომისტი თამაზ მეჭიაური 15 თებერვალს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით. 922 1-ს მოსწონს
|