x
ბანგკოკს სახელწოდება ეცვლება და კრუნ თხეფ მაჰა ნახონი დაერქმევა
ბანგკოკი

ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ქალაქია ბანგკოკი, ტაილანდის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აზიაში. ბანგკოკი დაარსდა 1782 წელს მეფე რამა I-ის მიერ. სახელი ბანგკოკი, ერთ-ერთი ინტერპრეტაციის თანახმად, მომდინარეობს სახელიდან, რომელიც თარიღდება ამ ქალაქის აშენებამდე.


რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბანგკოკს სახელწოდება შეეცვლება. ტაილანდის დედაქალაქის ახალი სახელი გახდება კრუნ თხეფ მაჰა ნახონი, რომელიც ტაილანდურ ენაზე სიტყვასიტყვით ნიშნავს "ანგელოზების დიდ ქალაქს".


კრუნ თხეფ მაჰა ნახონის სრული სახელია კრუნ თხეფ მაჰანკხონ ამონ რატტანაკოსინ მაჰიტარაიუტთხაია მაჰადილოკ ფხოპ ნოპპარატ რატხატანი ბურირომ უდომრათჩანივეტ მაჰასტან ამონ პიმან ავატან სათით საკკათხატთია ბიტსანუკამ. ეს არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ადგილის სახელი, გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით.



ბანგკოკიბანგკოკი

0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
116