x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბიჭო.. ბიჭო.. ბიჭოოოო!!!!!! გახარია დავიჭირეთო”- რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და არ გამორიცხავს რომ ბიძინაობის დღესასწაულზე მმართველმა გუნდმა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ერთ დროს მათი გუნდის საამაყო პრემიერი გახარია ძღვენად მიართვას.


"ბიჭო.. ბიჭო.. ბიჭოოოო!!!!!! დღეს ბიძინაობაა და საჩუქრად არ მიართვან, ერთ დროს, სანამ გადადგებოდა, თავიანთი საამაყო პრემიერი რომ იყო, ის კაცი… უკვე მაგასაც არ გამოვრიცხავ.. და არ ჩამომწკრივდნენ მერე, ბიძინაობას გილოცავთ, გახარია დავიჭირეთო"- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების თანახმად, ექს-პრემიერ გახარიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ალიანსი არსებობს და უკვე ყველანაიარი კითხვის ნიშნებიც მოხსნილია. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ ამ ორ სუბიექტს შორის არსებულ კოალიციასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"არის დეტალები, რომელიც ამ ალიანსის კავშირებს უკავშირდება, რომლებიც წარმოიშვა ჯერ კიდევ ბევრად ადრე, ვიდრე გახარია ჩვენი გუნდიდან გავიდოდა. ძალიან ბევრი დეტალი და ნიუანსი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის საინტერესო. ამ თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი, რასაც მოგვიანებით ვაცნობებთ საზოგადოებას.


შეიძლება ეს იყოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება ეს იყოს კონკრეტული საკითხები, რომელიც ამ ალიანსით იქნა ნაკარნახევი და ა.შ. გახსოვთ, რომ იყო ძალიან საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში... შეიძლება ამის უკანაც იყოს „ნაცმოძრაობის“ კვალი და ამაზეც გავაცნობთ ინფორმაციას საზოგადოებას. ზუსტად ერთი წელი გამოვიარეთ, 18 თებერვალს ძალიან რთული დღე იყო.


გახსოვთ, გიორგი გახარიას გადადგომა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სიხარული, რომელიც ძალიან მალე შეიცვალა განსხვავებული ემოციებით, როცა გუნდმა აჩვენა ერთიანობა და პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დავასახელეთ. 18 თებერვალს განვაცხადეთ, რომ როგორც კი მთავრობა დამტკიცდებოდა, აღსრულდებოდა კანონი.


გუნდის ერთიანობით ჩვენ მოვახერხეთ ამ ურთულესი პროცესებიდან კიდევ უფრო ძლიერი გამოსვლა. რაც შეეხება გახარიას მერობას, ბუნებრივია, ყოფილი პრემიერები ბრინჯაოს მედლისთვის არ იბრძვიან. მან წინასწარ იცოდა, რომ თბილისში ორნიშნა შედეგსაც კი ვერ მიიღებდა.


მიზანი იყო ნიკანორ მელიას როგორმე მეორე ტურში გადაყვანა, თუმცა, მან მთავარი დავალება ვერ შეასრულა, ის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოეცილებინა 43%-იან ნიშნულს არჩევნებში. ვერ მიაღწია მთავარ მიზანს, შესაბამისად, ამ პროცესებიდან ძლიერები გამოვედით, "- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




0
269
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
269