x
image
ქეთეონე
ზელენსკიმ სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგია დაამტკიცა - მთავარ საფრთხედ რუსეთი დასახელდა

image

უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც მთავარ საფრთხედ რუსეთია დასახელებული.

კერძოდ, სტრატეგიის ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში საკუთარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, მათ შორის სახელმწიფოებრიობის კომპრომისისთვის, აგრძელებს ჰიბრიდულ ომს, სისტემატურად იყენებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ და სხვა საშუალებებს. ასევე კიბერშეტევებს.

ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს დაავალა დაამტკიცოს სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს მისი განხორციელება სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებების მონაწილეობით.


ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი მის მდივანს ალექსეი დანილოვს დაევალა.

1
30
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
30
  
2022, 17 თებერვალი, 5:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1