მუსიკა გარდაიცვალა "იცეკვე, იცეკვე" და "დისკოს მოცეკვავეს" მუსიკის ავტორი ბაპი ლაჰირი 2022, 16 თებერვალი, 15:11 ინდოელი კომპოზიტორი ბაპი ლაჰირი (ნამდვილი სახელი ალოკეშ ლაჰირი) 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მანამდე ერთი თვე გაატარა საავადმყოფოში, გარდაცვალების მიზეზი იყო ობსტრუქციული ძილის აპნოე (ოძა, ზედა სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული ბლოკირება ძილის დროს, რაც იწვევს სუნთქვის გაჩერებას), იტყობინება NDTV არხი.
აპი ლაჰირი 16 თებერვლის ღამეს მუმბაის კლინიკაში გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა განაცხადა, რომ მომღერალი საავადმყოფოში ერთი თვე იყო და 14 თებერვალს გაწერეს. მაგრამ მეორე დღეს მისი მდგომაროება გაუარესდა და მისმა ოჯახმა ექიმი გამოიძახა სახლში, რის შემდეგაც ის კვლავ საავადმყოფოში მოათავსეს.
„მას ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა ჰქონდა. ის გარდაიცვალა ოძა-თი შუაღამის დადგომამდე“, - თქვა საავადმყოფოს დირექტორმა დიპაკ ნამჯოშიმ.
მომღერლის ჯანმრთელობის შესახებ სხვა დეტალებზე მან არ ისაუბრა.
ბაპი ლაჰირი ითვლება ინდურ მუსიკაში დისკო სტილის ფუძემდებლად. კომპოზიტორმა პოპულარობა 1980-იან და 1990-იან წლებში მოიპოვა. მან დაწერა მუსიკა ფილმებისთვის "დიკოს მოცეკვავე, " (1982), "ვერა" (1985), "იცეკვე, იცეკვე" (1987), სსრკ-ში ასევე ცნობილი როგორც "დისკოს მოცეკვავე-2" ), "კომანდოსი"-(1988)"სიყვარული, სიყვარული, სიყვარული" (1989), "მსხვერპლშეწირვა სიყვარულის სახელით" (1990). "როკის მოცეკვავე"-1995 და სხვა .ფილმებში რამდენიმე სიმღერას იგი თავად ასრულებდა.
347 2-ს მოსწონს
|