x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138372
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512062
2019 წლიდან დაკარგული ბავშვი კიბის ქვეშ ცოცხალი იპოვეს
ეს ამბავი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უბანში მოხდა. 2019 წელს დაკარგული 4 წლის გოგონა პოლიციამ 15 თებერვალს ცოცხალი იპოვა, კიბის ქვეშ დამალული.


image




პეისლი შულტისი, რომელიც ახლა 6 წლისაა, ორ წელზე მეტი ხნის წინ გაუჩინარდა. ხელისუფლება თვლის, რომ ის მისივე მშობლებმა გაიტაცეს და დამალეს.


imageპეისლი შულტისი, 2019 წლიდან დაკარგული 4 წლის გოგო


გოგონა ერთსაათიანი ჩხრეკის შემდეგ იპოვეს სარდაფისკენ მიმავალი კიბის ქვეშ მოწყობილ ცივ და ნესტიან სამალავში.





ჩხრეკის დროს დეტექტივებმა საფეხურებს შორის უცნაური რამ შენიშნეს, საბნის მსგავსი. ამიტომ მათ ხის საფეხურები მოაძვრეს და იქ აღმოაჩინეს ბავშვი და მისი გამტაცებელი მშობლები.


imageადგილი, სადაც ორი წლის განმავლობაში მშობლები საკუთარ შვილს მალავდნენ

მედიკოსებმა გამოიკვლიეს პეისლი და მას შემდეგ რაც დაადგინეს, რომ ის ჯანმრთელი იყო, გადასცეს მის კანონიერ მეურვეს.




მშობლები კიმბერლი კუპერი და კირკ შულტისი პოლიციამ დააკავა და ბრალი წაუყენა გოგონას გაუჩინარებაში.


imageკირკ შულტისი და კიმბერლი კუპერი



0
1552
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
1552
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0