ვარსკვლავები ყველა რაკურსით: 15 ფოტომტკიცებულება იმისა, თუ როგორ გამოიყურება სინამდვილეში ვინი ჰარლოუ 2022, 15 თებერვალი, 14:24 უჩვეულო გარეგნობის კანადელი ვინი ჰარლოუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი და აქტივისტი გახლავთ. 27 წლის გოგონას აქვს ვიტილიგო, კანის პიგმენტაციის დარღვევა, რამაც ის ყველასგან გამორჩეული და დასამახსოვრებელი გახადა. ჰარლოუმ არაერთი გავლენიანი გამოცემის გარეკანი დაამშვენა, გოგონა დღესდღეობით, ტანსაცმლისა და კოსმეტიკის არაერთი ცნობილი ბრენდის სახეა, ვინის მომხიბვლელმა გარეგნობამ გულგრილი ვერც მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები დატოვა, მაგალითად, "Victoria's Secret"-ის "ანგელოზმა" მონაწილეობა მიიღო როგორც ემინემის, ასევე JMSN-ისა და ბიონსეს კლიპების გადაღებებშიც.გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნეტსივრცეში ყველაზე ხშირად ჰარლოუს ოფიციალურ გადაღებებსა და ფოტოსესიების დროს გადაღებული ფოტოები გხვდება, დღეს გადავწყვიტე ამ უიშვიათესი დაავადების მქონე მოდელის პაპარაცული ფოტოები წარმოგიდგინოთ, რომლებიც მოდელმა სოციალურ ქსელებში თავადვე ატვირთვა. აი, როგორ გამოიყურება ლამაზმანი რეალურ ცხოვრებაში.840 შეფასება არ არის |