x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138395
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
12 რამ, რაც ჩვენთვის მისაღები და ნორმალურია, ზოგიერ ქვეყანაში კი სასტიკად აკრძალული

უცნაური კანონები, უცნაური რეგულაციები – მსოფლიოში მათი წარმოუდგენელი რაოდენობაა. ზოგიერთი საკანონმდებლო აქტი წარსულის გადმონაშთია, მაგრამ არის თანამედროვე ვერდიქტებიც, რომლებიც ერთი შეხედვით აბსურდულად გვეჩვენება. როგორ შეიძლება, რომ ერთ ქვეყანაში რამე კანონიერი იყოს, მეორეში კი აკრძალული?image

1. კანადა- გამოყენებული, მეორეული ნივთები

თუ გადაწყვეტთ დაიწყოთ მეორადი ნივთების გაყიდვა კანადაში, მოგიწევთ გაეცნოთ აკრძალვებისა და რეკომენდაციების გრძელ სიას. იმ ნივთების სია, რომლებიც არ არის მთლიანად აკრძალული, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, ვრცელია: ეტლები, ბაღის განათება, ბადის ჟალუზები, ჰოკეის ჩაფხუტები, MP3 ფლეერები და ა.შ. ფუმფულა დათვის სათამაშოს დახრილი ცხვირი აქვს? დახრილი ცხვირი? არ შეიძლება მისი გაყიდვა. ბავშვის სათამაშოს ინსტრუქცია დაკარგეთ? მაშინ ვერ გატყიდით და ა. შ.

მეორადი ლეიბები, მათ შორის საჰაერო ლეიბები და საძილე ტომრები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა, მათი ქვეყანაში შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს ნივთის გაწმენდას და დეზინფექციას.image

2. ჩინეთი- ფილმები დროში მოგზაურობის შესახებ

2011 წლის აპრილში ჩინეთში ძალაში შევიდა აკრძალვა ფილმების გადაღებისა და გავრცელების შესახებ, რომლებიც ეხებოდა დროში მოგზაურობის თემას. მარეგულირებლებმა თავიანთი გადაწყვეტილება გაამართლეს იმით, რომ სცენარისტები ზედმეტად მსუბუქად უყურებდნენ სიუჟეტს, თავისუფლად ცვლიდნენ მოვლენებსა და რეალურ პიროვნებებს და ეს ფაქტი წახალისებული არ უნდა ყოფილიყო. ასევე ნათქვამია, რომ ასეთი შოუები პროპაგანდას უკეთებს "ფეოდალიზმს, ცრურწმენას, ფატალიზმსა და რეინკარნაციას".image

3. ჰავაი- მზისგან დამცავი კრემები

2021 წლის 1 მარტიდან ჰავაიზე აკრძალულია მზისგან დამცავი საშუალებები, რომლებიც შეიცავს ოქსიბენზონს და ოქტინოქსატს. ეს ქიმიკატები ითვლება მარჯნის რიფების განადგურების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად. ვაზელინის და ტიტანის დიოქსიდის შემცველი პროდუქტები, რომლებიც საზიანოა ზღვის მკვიდრებისთვის და ორგანიზმებისთვის, კვლავ არ არის რეკომენდებული გამოყენების სიაში.image

4. ევროკავშირის ქვეყნები- ჯოხზე დამაგრებული ბუშტები

ევროკავშირის ყველა ქვეყანაში 2021 წლის ივლისიდან პლასტმასის ჩხირები ბუშტებისთვის აკრძალული საქონლის კატეგორიას მიეკუთვნება. ეს შეზღუდვა საკმაოდ ლოგიკურია: შემადგენლობის თვალსაზრისით, ისინი არაფრით განსხვავდებიან სხვა მცირე პლასტმასებისგან, რომლებიც, გადამუშავებადია, მაგრამ იშვიათად ხვდებიან სწორ კონტეინერში.
image

5. ისლანდია- ძაღლები

1984 წლამდე ისლანდიაში, ქვეყანაში, რომელმაც მსოფლიოს ისლანდიური ნაგაზები აჩუქა, დედაქალაქში იკრძალებოდა სახლში ძაღლის ყოლა. ა ახლაც ძაღლის ასაყვანად, რეიკიავიკის მცხოვრებს მუნიციპალიტეტისგან სპეციალური ნებართვის აღება უწევს და ასევე, თუ ის კორპუსში ცხოვრობს, მეზობლების 2/3-ის ნებართვაც უნდა მიიღოს.

ასევე არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც ძაღლების ზოგიერთი ჯიში, რომლებიც საშიშად ითვლება, აიკრძალა ან მკაცრად შეიზღუდა. ყველაზე ხშირად, ამ სიაში შედის პიტბული, მასტიფები, ბულტერიერები. დანიასა და მალაიზიაში ნაგაზის ყოლა აკრძალულია.image

6. იტალია- შაურმა და ქებაბი


იტალიაში ძალიან სერიოზულად ეკიდებიან საკუთარ კულტურულ და კულინარიულ მემკვიდრეობას. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვენეციასა და ვერონაში მიღებულ იქნა კანონები, რომლებიც აწესებდა უამრავ შეზღუდვას არსებულ რესტორნებზე, კაფეებსა და კვების მანქანებზე, ასევე კრძალავდა ახალი მაღაზიების გახსნას, რომლებიც ყიდიან ქუჩის სწრაფ საკვებს. აკრძალული იყო არა მხოლოდ ქებაბი და შაურმა, არამედ დაჭრილი პიცაც კი. ფლორენციაში რესტორნის მფლობელებს მოეთხოვებოდათ, რომ მათში მირთმეული კერძების მინიმუმ 70% ადგილობრივი სამზარეულოდან ყოფილიყო.image

7. კანადა- კარის მრგვალი სახელურები

2014 წლის მარტიდან კანადის ქალაქ ვანკუვერში აკრძალულია მრგვალი სახელურების დაყენება წინა კარებზე. კანონი მიზნად ისახავს ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, რადგან შეიძლება მათთვის რთული იყოს ასეთი სახელურის მჭიდროდ დაჭერა და შემობრუნება.image

8. გერმანია-ყავის პლასტმასის კაპსულები

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის ხელისუფლებამ პირველმა გადაწყვიტა, რომ გარემოს ზიანი არ ღირდა იმ კომფორტისთვის, რასაც ერთჯერადი ყავის კაპსულების გამოყენება გვაძლევს. მოქალაქეებს არ ეკრძალებათ მათი ჩასმა ყავის აპარატში, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის ასეთი აკრძალვა 2016 წელს მიიღეს.image

9. გვატემალა-სასტვენები

გვატემალაში ეკრძალებათ სასტვენების გამოყენება, თუკი ისინი პოლიციელების სასტვენებს ჰგავს. ბავშვის სათამაშოც რომ იყოს, მაინც აკრძალულია.image

10. კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, იტალია- გრანულებიანი კოსმეტიკური პროდუქტები

პაწაწინა გრანულის ბურთები შეგიძლიათ იხილოთ მრავალფეროვან კოსმეტიკურ პროდუქტში: სკრაბებში, შხაპის გელებში, კბილის პასტაში. ეს გრანულები ირეცხება წყლით და შედის კანალიზაციაში, იქიდან კი, ფილტრების გვერდის ავლით, რადგან ისინი ძალიან მცირეა, გადადიან მდინარეებში, ტბებში და ოკეანეებში, შემდეგ კი საკვებთან ერთად თევზის, კუს ორგანიზმებში. ასეთი მიკრომძივების აკრძალვა არსებობს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის კანადაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და შვედეთში.image

11. სენტ-ლუსია საპარსი ქაფის ფუნჯები

სენტ-ლუსიაში საპარსი ფუნჯები აკრძალულია, განსაკუთრებით კი იაპონიაში დამზადებული მასალა. ეს გამოწვეულია იმით, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ყალბი ჯაგრისებით, სავარაუდოდ, მაჩვის ბეწვისგან, ციმბირული წყლული ბევრ ქვეყანაში მოხვდა. დაახლოებით საუკუნე გავიდა და ხელისუფლება გადაწყვეტილების გადახედვას არც აპირებს.image

12. ავსტრალია-პლასტმასის კონტეინერები

ავსტრალიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში შეუძლებელი იქნება საკვები პროდუქტების გაყიდვა პლასტმასის პენოპოლისტიროლის კონტეინერებში. მიზეზი იგივეა - ზრუნვა გარემოზე. ავსტრალიელი კანონმდებლებისთვის ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ასევე იგეგმება აკრძალვების შემოღება ისეთ ნივთებზე, როგორებიცაა ერთჯერადი ყავის ჭიქები პლასტმასის თავსახურით, ყურის ჩხირები პლასტმასის ჯოხებით და ა. შ.image









0
977
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
977
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0