x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120584
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492647
ყველაზე ძლიერი მიწისძვრების ქრონოლოგია საქართველოში
image

წუხელ 13 თებერვალს საქართველოს მოსახლეობა სერიოზულად შეაშფოთა ძლიერმა ბიძგებმა, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუციპალიტეტის სოფელ სამებაშიი ყო, რომლის სიმძლავემ რიხტერის შკალით 6.2 მაგნიტუდი შეადგინა.წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრაც რაიმე სერიოზული ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.


საქართველოში მიწისძვრები იყო და მომავალშიც იქნება, რადგან კავკასია სეისმურად აქტიურ ზონად ითვლება და მდებარეობს არაბეთის და ევრაზიის ფილების შესაყარში.სამწუხაროდ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, მხოლოდ შესაძლებელია ძლიერი მიწისძვრის გარკვეული ალბათობის გამოთვლა კონკრეტულ რეგიონში უახლოესი 10 /20 წლის განმავლობაში.



ამ ფონზე საინტერესო იქნება გავიხსენოთ, მაინც რამდენი დამანგრეველი მიწისძვრა შემოინახა საქართველოს ისტორიამ?




უახლოესი კვლლევებით დადგინდა, რომ საქართველოში ყველაზე ძლიერი, 9 ბალიანი მიწისძვრა 1275 წელს მოხდა, ეპიცენტრი მცხეთა იყო, რა დროსაც ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი მოყვა, მათ შორის ჩანოიშალა სვეტიცხოვლის გუმბათიც.აი როგორ აღწერს ჟამთააღმწერელი მცხეთის მიწისძვრას, რომელიც დიდ შაბათს აღდგომის დღესასწაულის წინ უძღვოდა, თუმცა წინა დღეებში რამდენიმე მცირე ბიძგი დაფიქსირდა:


" დიდ შაბათს, ჩვეულებისამებრ, ხალხი დიდ სიხარულს მოელოდა აღდგომის დღესასწაულის მოახლოების გამო. სწორედ ამ დღეს მოხდა საშინელი მიწისძვრა: "ესოდენ რისხვით მოხედნა ღმერთმან ქვეყანასა და შეძრწუნდა". დაინგრა საყდრები და მონასტრები, ეკლესიები და ციხეები. მთები და ბორცვები ჩამოიშალა, კლდეები გაცამტვერდა. მიწა გაიპო და იქიდან კუპრივით შავმა წყალმა ამოხეთქა. მაღალი ხეები წაიქცა და ქვეშ მოიყოლა აწყურის საყდარი.

აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ლიტანიობის დროს ტაძარში იყო შესვენებული და საყდრის შუაში დაბრძანებული. მიწისძვრის დროს გუმბათი ჩამოიქცა და როგორც ქუდი, ისე დაეხურა ხატს თავზე და "დარჩა უვნებლად ძლიერებითავე მისითა".

მცხეთის საყდარიც დაინგრა, უამრავი ადამიანი დაიღუპა, სამცხეში არც ერთი საყდარი, ეკლესია და ციხე არ დარჩა დაუნგრეველი. "იქმნა გლოვა და ტირილი უზომო".


შემდეგ საუკუნეებში ისტორიამ შემოინახა სულ მცირე 5 ძლიერი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე მინიმუმ 7 ბალი უნდა ყოფილიყო,


ახლა კი მიმყვეთ ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრების ქრონოლოგიას:


ახალქალაქის მიწისძვრა 1899 წლის 31 დეკემბერი


მიწისძვრა 0:50 სთ-ზე მოხდა, მისი მაგნიტუდა იყო 6, 3 ერთეული, ინტენსივობა - 8-9 ბალი. დაიღუპა 240 კაცი.


გორის მიწისძვრა 1920 წლის 20 თებერვალი

პირველი ძლიერი ბიძგი 20 თებერვლის 02:55 საათზე აღინუსხა, ხოლო განმეორებითი — 14:45 საათზე. რიხტერის სკალით მიწისძვრის მაგნიტუდა (ადგილობრივი სიმძლავრე) 6, 2 ერთეულს შეადგენდა (შედარებისთვის, 2002 წლის თბილისის მიწისძვრის მაგნიტუდა უდრიდა 4, 6 ერთეულს), ხოლო მერკალის სკალის მიხედვით ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. ყველაზე ძლიერი, 9-ბალიანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კილომეტრში მდებარე სოფელ ხიდისთავში.

ტაბაწყურის მიწისძვრა -1940 წლის 7 მაისი

მიწისძვრა 22:23 სთ-ზე აღირიცხა. ეპიცენტრი ტაბაწყურის ტბასთან მდებარეობდა. მაგნიტუდის სიმძლავრე იყო 6, ხოლო მიწისძვრის ინტენსივობა ეპიცენტრში 8 ბალი. მიწისძვრას მნიშვნელოვანი ნგრევა მოჰყვა, დაიღუპა დაახლოებით 40 კაცი.

სოფელ ჩხალთას მიწისძვრა 1963 წლის 13 ივლისი

მიწისძვრა აღინიშნა 18:27 სთ-ზე, მაგნიტუდა 6, 4, მიწისძვრის ინტენსივობამ ეპიცენტრში 9 ბალს მიაღწია. რადგან ტერიტორია მეჩხრად დასახლებულია, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჩხალთის მიმდებარე სოფლებში დაზიანდა სახლები, მიწისძვრის თანამდევი იყო მეწყრები და კლდეების ჩამოშლა.

სპიტაკის მიწისძვრა 1988 წლის 7 დეკემბერი

მიწისძვრა 7:41 სთ-ზე აღირიცხა. ეს XX საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე დიდმსხვერპლიანი მიწისძვრაა. ოფიციალური მონაცემებით სომხეთში 25 ათასი კაცი დაიღუპა, ნახევარი მილიონი უსახლკაროდ დარჩა. ეპიცენტრში 9-10 ბალი იყო. ეპიცენტრულ ზონაში მოხვდა 3 ქალაქი: ლენინაკანი (ახლანდელი გიუმრი), სტეფანავანი და სპიტაკი. სპიტაკის 30 კილომეტრითაა საქართველოსთან დაშორებული და ამიტომ საზღვრისპირა რეგიონებში, საქართველოს შიგნით, მიწისძვრის ინტენსივობამ 7-8 ბალი შეადგინა, ხოლო თბილისში, სადაც ასევე მძაფრად იგრძნობოდა რყევა, მისმა ინტენსივობამ 5 ბალს მიაღწია.

რაჭის მიწისძვრა 1991 წლის 29 აპრილი

1991 წლის 29 აპრილს 9 სთ-სა და 12 წუთზე გრინვიჩის დროით მოხდა მიწისძვრა. მიწისძვრის მაგნიტუდა იყო 6.9, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში - 9 ბალი. მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მდებარეობდა.

მიწისძვრის ჰიპოცენტრი იყო ღრმაკეროვანი (17 კმ.) მისი ეფექტი დედამიწის ზედაპირზე 8-9 ბალით განისაზღვრა. მიწისძვრამ დააზიანა 46, 000 შენობა. მსხვერპლი 114-270 ადამიანი იყო. ზარალი მაშინდელი კურსით 100 მლნ. მანეთს აჭარბებდა. განმეორებითი ბიძგები რამდენიმე თვე მეორდებოდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 1992 წლის 23 ოქტომბერს, ბარისახოში დაფიქსირდა, მაგნიტუდით 6.4.


რაჭაში ძლიერი მიწისძვრები კიდევ ორჯერ-2006 და 2009 წლებში დაფისირდა, რომლის მაგნიტუდა 6-7 ბალის ფარგლებში მერყეობდა.

თბილისის მიწისძვრა 2002 წლის 25 აპრილი

ბიძგები 17:41 სთ-ზე დაფიქისრდა . მაგნიტუდა 4, 5, მიწისძვრის სიმძლავრე ეპიცენტრში - 7 ბალი. ეპიცენტრი იყო ჩუღურეთიდან თბილისის ზღვის მიმართულებით. დაიღუპა 5 კაცი, დაზიანდა 12 ათასი შენობა, განსაკუთრებით ძველ უბნებში - ჩუღურეთში, სოლოლაკში, ნაძალადევში, მთაწმინდის რაიონში. პირდაპირმა ზარალმა 300 ათასი დოლარი შეადგინა, თუმცა რეალური ზარალი უფრო მეტი იყო.

მთავარ ფოტოზე:გორის მიწისძვრის შედეგები

0
1060
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1060
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0