საბუნებისმეტყველო თურქეთში აღმოჩენილი უძველესი ქვის კარი, რომელსაც არსაით მივყავართ ("პორტალი"?) 2022, 15 თებერვალი, 10:10 კიდევ ერთი იდუმალი ნაგებობა აღმოაჩინეს ტურისტებმა ჩრდილოეთ თურქეთში, ქალაქ ჩორუმთან. მეგალითური ყრუ კარი მდებარეობს ციცაბო კლდოვან ბორცვზე. კარებამდე მივყავართ სოფლის მაცხოვრებლების მიერ გაკვალულ გზას, თვითონ კარს კი არსაით მივყავართ. თურქეთიმსგავსი ნაგებობები არსებობს აზიაში, მეზოამერიკაში. კარის მსგავსი სტრუქტურა "ვარსკვლავური კარიბჭე". პერუ, ჰაიუ მარკას მთის რეგიონი
ახლა კი ასეთი კარი თურქეთშიც ნახეს. ადგილობრივი მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ ლეგენდების მიხედვით, ეს პორტალია, რომლის მეშვეობით ღმერთები სარგებლობდნენ. თუმცა ამ ობიექტზე ფაქტიურად არაფერია ცნობილი, არავინ იცის, ვინ და რისთვის ააშენა. იგივე ითქმის სხვა ქვეყნების მსგავს ობიექტებზე. ერთადერთი, რაც ნათელია ჩვენთვის, ის არის, რომ აღნიშნული ობიექტი ერთ-ერთი დაკარგული ცივილიზაციის (რომელსაც დიდი ხანია ეძებენ) რელიქტია. თურქეთიკარი საინტერესოა არა მხოლოდ ქვის უზუსტესი გამოთლით და ოსტატურად შერჩეული ადგილმდებარეობით, არამედ თვითონ ყალბი კარის გამოყენების ფაქტით. მეცნიერებს არ აქვთ არავითარი მოსაზრება, თუ რისთვის სჭირდებოდათ უძველეს ცივილიზაციებს ასეთი მასიური კარებები. რისთვის სჭირდებოდათ ასეთ ნაგებობებზე ამდენი შრომის გაწევა, რომელსაც არ აქვს არავითარი სარგებელი? თანამედროვე ადამიანისთვის ეს აბსოლუტურად არაპრაქტიკული და უაზროა, თუმცა უძველესი მშენებლები რატომღაც, რაღაც მიზნით აგებდნენ ამ კარებებს, ამასთან დედამიწის ბევრ კუთხეში. ზეპირი გადმოცემები რა თქმა უნდა არავის აინტერესებს, ხოლო თეორიებს იმის შესახებ, რომ ეს პორტალებია, სასაცილოდ იგდებენ. საინტერესოა ისიც, თუ როგორი ხელსაწყოების გამოყენებით აგებდნენ ასეთ ობიექტებს. ერთი რამ ცხადია, ამ ობიექტების არსებობა მოწმობს იმას, რომ დედამოწაზე უძველეს დროში განვითარებული და გლობალური ცივილიზაციები არსებობდნენ, რომლებმაც შესძლეს მყარი მასალისგან ისეთი ნაგებობების აშენება, თითქოს პლასტელინზე მუშაობდნენ და რაც მთავარია, ეს ცივილიზაციები ისეთ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, რომელიც ჩვენი ფანტაზიისთვისაც კი მიუწვდომელია. თურქეთისაინტერესოა:მსოფლიოს საინტერესო ადგილები, რომელიც ღირს, ფოტოებზე მაინც აუცილებლად რომ ნახოთ ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ? ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს იტალიის ალპებში, 3290 მეტრის სიმაღლეზე სახლი დაამონტაჟეს ტბა, რომელიც ცხოველებს მიახლოებისას მუმიებად აქცევს (ნაწილი პირველი)
ტაძარი, რომლის მონახულებაც საკმაოდ სარისკოა (ნაწილი მეორე) 867 5-ს მოსწონს
|