x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვიღაც სირთაოზები რომ მლანძღავდით, ეს რა აკადრეო.. დღეს მშვიდად დაიძინებთ?" - რამ აღაშფოთა ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

image


ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი და მოძრაობა "ხალხისთვის" წევრი ანა მიქაძე- ჩიკვაიძე მიუსაფარი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის გადასარჩენადაც მოქალაქეებმა თანხის შეგროვებაც კი დაიწყეს, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდა:



"გაცოფებული ვარ და ვერ და არ დავიოკებ ემოციას .


ვიღაც სირთაოზები რუსეთებიდან, გვარიც მახსოვს ალანია და მისთანანი – რომ მლანძღავდით, ჩემი ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო _ მასწავლებლები ნაგავში ეძებენ საჭმელს _
ეს რა აკადრეო..


ეს ადამიანი მთლად ქუჩაში მოგვიკვდა შიმიშილით და სიცივით.


გაძეხით?
დანაყრდით?
დღეს მშვიდად დაიძინებთ?
იარეთ სამსართულიანი ჯიპებით?
ვისაც შეგიძლიათ
გევალებათ და არაფერს აკეთებთ უპოვართათვის ..
ამ დღეში ჩავარდნას არ გისურვებთ, არც ამდენად გულქვა ვარ …


იტლიკინეთ და მოძღვრეთ სიმართლისთვის სხვა ადამიანები.."- წერს მოძრაობა "ხალხისთვის" წევრი ანა მიქაძე- ჩიკვაიძე.


შეგახსენებთ, რომ რანდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში მიუსაფარი ადამიანის ფოტო გავრცელდა, რომლის დასახმარებლად ადამიანებმა თანხის შეგროვება დაიწყეს, თუმცა მისი დახმარება ექიმებმა ვეღარ შეძლეს, რადგან ყველაფერი უკვე დაგვიანებული იყო.




0
382
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
382