x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134675
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508866
ჩრდილოეთ კორეელი მებაღეები შრომა-გასწორების ბანაკში გაუშვეს იმის გამო, რომ ყვავილი არ აყვავდა გარდაცვლილი დიქტატორის დაბადების დღეზე
image

ჩრდილოეთ კორეელ მებაღეებს გაგზავნიან შრომით ბანაკებში, რადგან ვერ შეძლეს და ათასობით წითელი ბეგონია სახელად "კიმჩენგილია" - კიმ ჩენ ირის ილის სახელობის ყვავილი - ვერ აყვავდა გარდაცვლილი დიქტატორის დაბადების დღეზე.


ჩრდილოეთ კორეის ქალაქების ქუჩები ტრადიციულად ყვავილებით არის ხოლმე გაფორმებული გარდაცვლილი კიმ ჩენ ირის დაბადების დღისთვის, 16 თებერვალს.


ღონისძიება, რომელიც ცნობილია როგორც "მნათობი ვარსკვლავის დღე". მაგრამ წელს მებაღეები სრული მონდომებით ცდილობდნენ სტაბილურად მოემარაგებინათ შეშა, რათა მიეღოთ შესაბამისი ტემპერატურა და ტენიანობა სათბურებში, სადაც კიმჩენგილიას ყვავილები იზრდება, იუწყება Daily NK News.


image


მათ ბრალად ედებოდათ მცენარის მიმართ გაუფრთხილებებლი მოპყრობა რის გამოც ზოგიერთ მებაღეს მიესაჯათ ექვსთვიანი გამწესება შრომითი ბანაკებში, რადგან ვერ შეძლეს ყვავილების მომზადება კიმ ჩენ ირის დაბადების დღეზე, რომელიც 2011 წელს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ჩრდილოეთ რაიანგანის პროვინციაში, სამსუს ოლქში, კიმჩენგილიას ფერმის მენეჯერი დააპატიმრეს, რომელსაც მიესაჯა ექვსი თვით იძულებით შრომა- გასწორების ბანაკი მცენარეებზე არასაკმარისად ზრუნვის გამო, აცნობა წყარომ სეულის ახალი ამბების სააგენტოს.

image

50 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა, რომელსაც მხოლოდ მისი გვარი-ხანი სახელდება, ვერ ახერხებდა შეშის მუდმივი მარაგის მოპოვებას, რათა დარწმუნებულიყო, რომ სათბური საკმარისად თბებოდა ზამთრის ცივ თვეებში, რამაც გამოიწვია მცენარეების გაფუჭება.


გასულ თვეში ხანს აცნობეს, რომ პარტიის რეგიონალურმა კომიტეტმა შეუკვეთა კიმჩენგილიას ყვავილების გამოფენა, რომელიც თავდაპირველად იაპონელმა ბოტანიკოსმა კამო მოტოტერუმ შექმნა 1988 წელს, რათა კიმ ჩენ ირის დაბადების დღე აღენიშნათ.

image

კიმ ჩენ ირი მართავდა ჩრდილოეთ კორეას 1994 წლიდან 2011 წლამდე ანუ 69 წლის ასაკში გარდაცვალებამდე.

0
296
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0