x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ნეანდერტალელების ამოწყვეტის საიდუმლო გახსნილია...

დაახლოებით 400 ათასი წლის წინ ნეანდერტალელებმა გადაადგილება თანამედროვე ევროპისა და დას. აზიის ტერიტორიაზე დაიწყეს. ისინი ასობით ათასი წლის მანძილზე მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, ახალ–ახალ მიწებს ითვისებდნენ და მათი გაქრობის არანაირი მიზეზი არ არსებობდა. თუმცა, 45 ათასი წლის წინ, გარდამტეხი მომენტი დადგა. ისტორიის ავანსცენაზე, ადამიანთა ახალი სახეობა – ჰომო საპიენსი (გონიერი ადამიანი) გაჩნდა, რომელმაც აფრიკა დატოვა და ევროპაში დაიწყო მიგრირება.


image


შემდეგი 5000 წელი, თანამედროვე მეცნიერებისთვის, გამოცანად რჩებოდა. ასეთ, შედარებით ხანმოკლე პერიოდში, ნეანდერტალელი მთლიანად გაქრნენ... და მათი ამოწყვეტის მიზეზი უცნობი იყო. მეცნიერებმა, ამ საკითხთან დაკავშირებით, წლების მანძილზე, არაერთი თეორია წამოაყენეს. მაგრამ, მათი უმრავლესობა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არარიალისტური იყო. თუმცა, მათმა ახალმა აღმოჩენამ, კაცობრიობა ამ საიდუმლოს ამოხსნასთან, ერთი ნაბიჯით დააახლოვა.

სახეობების გადაშენების პროცესი – ბიოლოგიურად, რთული მექანიზმია. ზოგჯერ მეცნიერებს იმის ახსნან არ შეუძლიათ, თუ რატომ ქრება ზოგიერთი პოპულაცია დღეს... და რაღა უნდა ვთქვათ იმაზე, რაც ათასობით წლის წინ მოხდა?

როგორც აღვნიშნეთ, ისტორიკოსებმა და ანთროპოლოგებმა მრავალი თეორია წამოაყენეს. არსებობს აზრი, რომ ნეანდერტალელები, ტერიტორიისთვის და ბუნებრივი რესურსებისთვის ბრძოლის დროს, განზრახ გაანადგურეს სხვა ადამიანებმა. ასევე, გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს ორი სახეობა გაერთიანდა, რადგან ადამიანის გენომში ნეანდერტალელის დნმ–ის მცირე ფრაქცია არის აღმოჩენილი. არსებობს კიდევ სხვა ვერსიებიც, მაგ., კლიმატის ცვლილება, ტროპიკული დაავადებები...


image


თუმცა, ნეანდერტალელების გადაშენების მთავარი მიზეზი მათ გენეტიკაში იმალებოდა. ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში ისეთი გენი აღმოაჩინეს, რომელიც ნეანდერტალელებს არ ჰქონდათ. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, დნმ-ის სტრუქტურაში, ამ გენის არსებობა, ადამიანის კვამლთან ადაპტაციას უწყობს ხელს.

გენეტიკოსები თვლიან, რომ სწორედ ეს გარემოება არის უძველესი დასახლებების გადაშენების მიზეზი – ნეანდერტალელებმა, უბრალოდ, ვერ შეძლეს ცეცხლთან ახლოს ცხოვრება და იმ მავნე გამონაბოლქვების ატანა, რომელიც მისგამ მოდიოდა. ამის გამო, მათი მასობრივი ამოწყვეტა სხვადასხვა დაავადებებით მოხდა, რომელთა შორის, ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნე იყო.


image


imageimageimageimage



0
857
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
857
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0