x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
მამაკაცის გარდერობის 10 ნივთი, რომელიც ქალბატონებს არ მოსწონთ

image


არის ისეთი ტანსაცმელი, მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველმა მამაკაცმა რომ ჩაიცვას, ქალბატონებს მაინც არ მოსწონთ. ათობით ქალთა ფორუმებისა და ჟურნალების გადახედვის შემდეგ, გამოვლინდა, თუ რომელია მამაკაცის გარდერობის "დაწუნებული ნივთები":


1. ზედმეტად ამოღებული მაისური


image


თუ სამკუთხა ფორმის საყელო ჩვეულებრივ სექსუალობას მატებს, ზედმეტად ამოღებული საყელო, სულ მცირე, იაფფასიანად და ვულგარულად გამოიყურება.


2. ულტრამოკლე შორტები


image


მამაკაცის შორტები მუხლის ზემოთ - მოდურია, მაგრამ სუსტი სქესისთვის ჯერ კიდევ რთულად გასაგებია. საზოგადოებრივ ადგილებში გაშიშვლებული მამაკაცის ფეხები ქალებს იმედგაცრუებულებს უფრო სტოვებს, ვიდრე იზიდავს. ამისთვის, როგორც ჩანს, ჯერ მზად არ ვართ.


3. მაისურები დევიზებით ან გაცვეთილი ხუმრობებით


image


მაისური ლოზუნგით გამოიყურება, როგორც მყვირალა რეკლამა. ყურადღების მიქცევის ეს მეთოდი, არც თუ ძალიან მომგებიანია. უკეთესია ჩაიცვათ უბრალო, მაგრამ ხარისხიანი სამოსი, ვიდრე ვიღაცის ბანალური აზრების დემონსტრირება მოახდინოთ.


4. "შლოპანცები" (ვიეტნამკები)



image


"შლოპანცები" ქალებმაც და მამაკაცებმაც, მხოლოდ პლაჟზე უნდა ჩაიცვან. ქალაქის გარემოში ის უადგილოა.


5. ჟილეტი პიჯაკის გარეშე


image

ზოგიერთი მამაკაცი ჟილეტს მაისურის ზემოდან იცვამს, თავისი ყოველდღიურობა რომ "გამოაცოცხლოს". სამწუხაროდ გოგონებს ეს არ იზიდავს, უფრო მეტიც-ამხიარულებთ. ჟილეტების ჩაცმა მხოლოდ კლასიკურ კოსტიუმთან შეიძლება.


6. ქამარი დიდი ბალთით


image


განიერი ქამრები მსხვილი ბალთით ან ლოგოტიპით-ეს უიმედოდ მოძველებული ტრენდია. ჯობია უპირატესობა კლასიკას მივანიჭოთ, ტყავის შავ ან ყავისფერ ქამრებს, რომელსაც მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს-დაიჭიროს შარვალი.


7. ტომარისებური კოსტიუმი


image


კოსტიუმი მამაკაცის გარდერობში ერთ-ერთი სექსუალური ნივთია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იდეალურად არის ტანზე მორგებული. სამწუხაროდ როცა შარვალი და პიჯაკი ტომარასავით გამოიყურება, საეჭვოა მამაკაცის თანმხლები ქალბატონი მოიხიბლოს.


8. ვარდისფერი ნივთები


image


ქალებისთვის რთულია იმის ახსნა, თუ რატომ არ უყვართ მამაკაცის ვარდისფერი სამოსი. როგორცჩანს, ეს ტრენდი ქალებისთვის უბრალოდ "ზედმეტად მეტროსექსუალურია", იმისთვის რომ მიიღონ.


9. ზედმეტად შემოკრული ჯინსები


image


არაფერია ცუდი ვიწრო ჯინსებში, მაგრამ როცა ის ქალის ლეგინსებს უფრო ჰგავს-ნაკლებად მიმზიდველი ხდება.


10. ბიჟუტერია და სამკაულები


image

ზედმეტი სამკაული არავის უხდება, და არც მამაკაცები არიან გამონაკლისი. ერთი-ორი მოდური და ხარისხიანი აქსესუარიც სრულიად საკმარისია.

11. და ბოლოს


image


"ბოროტმოქმედება" მოდის და სტილის წინააღმდეგ: ასეთი შეხამება არც განიხილება.






გადახედეთ:






მსოფლიოში ყველაზე მაღალი გოგონა და მისი რჩეული

image


საბჭოთა ეპოქის ვარსკვლავები ფოტოშოპამდე: სოფია როტარუ, პასპუტინა და სხვ. (+ვიდეო)

image


ყვავილები არა მხოლოდ გოგონებისთვის, ანუ რატომ ატარებენ "ნამდვილი" არაბები ყვავილის გვირგვინებს

image


როგორ უნდა გაიხადოს სწორად ცოლმა ქმრის წინაშე–1937 წლის სახელმძღვანელო (18+)

image


ცნობილი მოდელების და მსახიობების პროვოკაციული ფოტოსესიები ძალიან ახალგაზრდა ასაკში

image


როგორ გაჩნდა ევროპაში მოდა უზარმაზარ პარიკებზე და რა შუაშია აქ ტილები და სიფილისი

image


როგორი იქნებოდნენ სამეფო ოჯახის წევრები, თანამედროვე მოდურ ტრენდებს რომ მისდევდნენ

image


პარიკი მელოტი დედოფლისთვის

image


ცნობილი მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟზე გიჟდებიან

image


როგორ იცვლებოდა მოდა ქალის მკერდზე პალეოლითიდან დღემდე

image


ის უხერხული მომენტი, როცა მამაშენი ზუსტად იმ კაბაში გამოწყობილი მოვიდა, როგორც შენ

image







0
285
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
285